კასილასის პრესკონფერენცია
კასილასი ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
რას იტყვით ახალ კლუბზე? რა სიტყვით ანჩელოტისთან პირველ ურთიერთობაზე?
მე მქონდა საშუალება მას მაშინ გავსაუბრებოდი, როცა დროზე ადრე ჩამოვედი შვებულებიდან და მადრიდში ვიყავი. პირველი საუბრიდან გამომდინარე შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. როგორც ყოველთვის, როცა ახალი მწვრთნელი მოდის, შესაბამისად ახალი გამოწვევები დგას. საერთო ჯამში, მე ბედნიერი და გახარებული ვარ ახალი სეზონის "მადრიდის რეალის" რიგებში დაწყებით. კარლო ხუთი წუთი მესაუბრა და მე დავასკვენი, რომ ის გამარჯვებული პიროვნებაა. ასეთი დასკვნა მე თავიდან მოყოლებული მქონდა. "მადრიდის რეალს" გამარჯვება და ტიტულები ესაჭიროება, განსაკუთრებით კი განვლილი სეზონის შემდეგ გვსურს, რომ რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგოთ.
იცით თუ არა, რომ სანტ ლუისში თამაში ბეისბოლის მოედანზე ჩატარდება?
ჩვენ შეჩვეული ვართ აქაურობას. ეს ახალი არ არის და ყველაფერია აქ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ.
შეამჩნიეთ თუ არა ბევრი განსხვავება მოურინიოსა და ანჩელოტის შორის?
ეს პირველი ვარჯიშია და განსხვავებაზე ეხლა საუბარი ზედმეტია. მოურინიოს მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ მისი დამსახურებების გამო, მაგრამ ეხლა წარსულში ყურების დრო არ არის, ახალი სეზონი ახალი ენთუზიაზმითა და მონდომებით უნდა დავიწყოთ. ერთი ვარჯიშით არ შემიძლია მწვრთნელებს შორის განსხვავებაზე ვილაპარაკო.
რამდენად მზად ხართ დიეგო ლოპესთან სასტარტოსთვის ბრძოლისთვის. ეს თქვენი უმთავრესი მიზანი იქნება?
არანაირად. ის აქაურია, ბავშობიდან მადრიდისტაა, აქ ისწავლა ბევრი რამე და ჩემთვის პატივია მასთან ჭიდილი. კონკურენცია მხოლოდ და მხოლოდ აჯანმრთელებს კლუბს. დიეგო, ტომასი, ხესუსი შესანიშნავი მეკარეები არიან, მაგრამ მხოლოდ მათთან ჭიდილი არ არის თვითმიზანი. თუ სხვა პოზიციებსაც დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ თითოეულ პოზიციაზე ორი ან სამი ფეხბურთელია.
რას იტყვით ამ ახალ "მადრიდის რეალზე"?
ჩემი აზრით, ეს დიდებული კლუბია. ჩვენ დავიწყეთ ახალგაზრდებით კლუბის გაახალგაზრდავება და ეს მთლიანად კლუბისთვის კარგია. შესანიშნავ შერწყმას ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ეს მომავლის კლუბია, რომელსაც თავისი გენი, თავისი ხარისხი ექნება იმისთვის, რომ იბრძოლოს ტიტულებისთვის.
რას ფიქრობთ ბეილის შეძენაზე?
ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელიც ევროპაში 3 ან 4 საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა და სავსებით ნორმალურია, რომ "მადრიდის რეალს" უკავშირებენ მის სახელს. სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, მანამდე მუდამ იქნება ასეთი ხმები.
ზიდანზე რას გვეტყვით?
ესაა ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებილი ქარიზმა გააჩნია, ფეხბურთელი, რომელიც "მადრიდის რეალისტია". ისაა ადამიანი, რომელიც ფებხურთელებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება. გვიხარია, რომ ის "მადრიდის რეალში" მუშაობს.
- 30 ივლისი 2013
- 2518
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.