დანიელ ლევი თანახმა მოლაპარაკებებზე

როგორც იქნა, დანიელ ლევი, რომელიც აქამდე უარს ამბობდა ყოველგვარ მოლაპარაკებებზე ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით, თანახმაა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.


"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მაინც თავისი გაიტანა და დაითანხმა დანიელ ლევი მოლაპარაკებებზე. ორი კლუბის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკებები 6 ან 7 აგვისტოს მაიამიში გაიმართება. ფლორენტინო პერესი "ტოტენჰემის" პრეზიდენტს 100 მლნ. ევროს სთავაზობს, რომელიც მოიცავს, როგორც ფულად სახსრებს, ასევე შიგნითაა ჩართული დი მარიასა და კოენტრაუს ტრანსფერიც, რომლებიც 35 და 20 მლნ. ევროდ არიან შეფასებულნი (ანუ ე.წ "ქეშად" "ტოტენჰემს" ფლორენტინო პერესი სთავაზობს 45 მლნ. ევროს).

როგორც მოგეხსენებათ დანიელ ლევი ფლორიდაში იმყოფებოდა და სულაც არ აპირებდა ამ ტრანსფერის გამო თავის შეწუხებას. არადა მას ქონდა შანსი 21 ივლისს, როცა კლუბი ლონდონში იმყოფებოდა , მაშინ დალაპარაკებოდა ფლორენტინოს, მაგრამ მაშინ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

ბეილის საქციელმა და საუბარმა როგორც ჩანს თავისი გაიტანა. ის ჯერ იძულებული გახდა ლონდონში დაბრუნებულიყო , რათა ბეილს დალაპარაკებოდა, ხოლო ეხლა როგორც ჩანს , კვლავ ა.შ.შ-ში გამგზავრება მოუწევს, რათა ამჟამად უკვე ფლორენტინოს გაესაუბროს. dle 10.1

  • shvela
  • 29 ივლისი 2013
  • 2626
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)