კარლო: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია"

"პსჟ"-სთან დაპირისპირებამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


"ამბიცია იგივეა.პარიზული კლუბი დიდებულია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.რთულია ისტორიის დავიწყება."პსჟ"-მ დიდი ინვესტიციები ჩადო, მაგრამ ისტორიის შესაქმნელად დროა საჭირო."

"ფრანგებთან დაპირისპირებისთვის შემდეგი შემადგენლობა შევარჩიე: ლოპესი, კარვახალი, პეპე, ნაჩო, კოენტრაუ, მოდრიჩი, იოზილი, ისკო, ხედირა, რონალდუ & ბენზემა."

"როგორც წესი, სამეფო კლუბის პრიორიტეტი, სამივე ტურნირზე წარმატების მიღწევაა.რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს.ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის მოპოვება ადვილი როდია, ყველა კლუბი გამარჯვებისკენ ისწრაფვის.ახალ სეზონში თუ მოვახერხეთ ამის გაკეთება, ეს კლუბისთვის მეათე ლიგა გამოდგება.გათამაშებას დიდი ამბიციებით შევხდებით და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაუფლებლად."

"უწინარეს ყოვლისა, "პსჟ"-სთან დაპირისპირება დიდი სიამოვნება იქნება.ვფიქრობ, ეს კარგი ტესტ-მატჩი იქნება გუნდისთვის.მოგეხსენებათ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა სათანადო შემადგენლობა შევარჩიოთ ახალი სეზონისთვის."

"ყოფილ გუნდთან პაექრობა საკმაოდ ემოციური იქნება.მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს."

"ზიდანის სამწვრთნელო შტაბში ყოფნა ფანტასტიკურია.მას დიდი გამოცდილება და ქარიზმა აქვს.ამასთანავე, ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობით გამოირჩევა.ვფიქრობ, მისი აქ ყოფნა, სარგებლებს მოუტანს კლუბს."

"ვერ გეტყვით სასტარტო შემადგენლობაში ლოპესი დაიკავებს ადგილს, თუ კასილიასი (სეზონის განმავლობაში).მთავარია ის, რომ გუნდში ორი მაღალი დონის კიპერი გვყავს."

"კაკა ძალზედ მოტივირებულია, როგორც დანარჩენი მოთამაშეები.რამდენიმე დღის წინ, მას ინდივიდუალური ვარჯიში გამოვუწერეთ, რათა სათანადო დონეზე აღიდგინოს კონდიციები.გამომდინარე იქედან, რომ შარშან მოედანზე დიდ სათამაშო დროს არ ატარებდა, გარკვეულ ასპექტებში მოიკოჭლებს.ვგონებ, რიკარდო გამოასწორებს ყველაფერს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)