ალფრედო რელანო მადრიდის რეალზე

გამომცემლობა AS.-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ "მადრიდის რეალზე" ისაუბრა.


იმისთვის რომ წინასასეზონო მომზადებისას გამართული შეხვედრები არ იქცნენ სამწვრთნელო ვარჯიშად, ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძნენს განსაკუთრებული ინტრიგა, რომელსაც შეუძლია მიიპყროს გულშემატკივრების და ჟურნალისტების ყურადღება. გუშინდელ შეხვედრაში ასეთი ინტრიგა , რა თქმა უნდა , იყო "ჟერლანის" მოედანზე კარიმ ბენზემას გამოჩენა. მან სწორედ აქ გაითქვა სახელი.

მიუხედავად ამისა, ფრანგმა აშკარად იმედები გაუცრუა ყველას:უკვე პირველი შემთხვევა არაა, როცა ფორვარდი, რომელსაც უმაღლესი მწვრვალების დაპყრობის მიზნით ყიდულობენ, გატყდა, დაიკარგა და არადამაჯერებლად გამოიყურება. გონსალო იგუაინის კლუბიდან წასვლის ფონზე "მადრიდის რეალის" შეტევის ხაზში სულაც არ არის სიმშვიდე - ბენზემა ჯერ არ გავს იმ ფეხბურთელს, რომელთან დაკავშირებითაც "მადრიდის რეალს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახოს მიზნად, ან თუნდაც შეუძლია იმედი ქონდეს, რომ ოქროს ბურთს ან ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მოიგებს, ხოლო ალვარო მორატა თავისი ასაკიდან და უმაღლეს დონეზე თამაშის გამოუცდელობიდან გამომდინარე, ჯერ არ არის მომაკვდინებელი ფორვარდი მეტოქეებისთვის.

ხოლო ის , რომელმაც ნამდვილად აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც ბენზემასგან ელოდნენ-ეს კაზემირო იყო. როგორც ჩანს, ბრაზილიელი ძალიან სერიოზულად მიუდგა წინასასეზონო შეკრებას და მთელი ძალით ცდილობს კარლო ანჩელოტიზე შთაბეჭდილებები მოახდინოს. ანჩელოტიზე, რომელსაც მიუხედავად "მადრიდის რეალში" ყოფნის რამოდენიმე კვირისა, მაინც ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ფეხბურთელების შესაძლებლობებზე თავისი შეხედულებები.

აი მეორე ბრაზილიელი - კაკა - კი კვლავ ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს: არდადეგების შემდეგ, რომლებიც ნახევარი თვე გაგრძელდა, რაღაცამ მას კვლავ შეუშალა ხელი ყოფილიყო გუნდთან ერთად. რატომღაც მან ვერ შეძლო თვითმფრინავში ჩაჯდომა და ლიონში აფრენა, როგორც სხვა დანარჩენებმა , ან შეიძლება არც ისე კარგად დაისვენა, ან პირიქით, დაკარგა სამუშაო რიტმი. ანჩელოტი "რეალში" მოვიდა იმ მიზნით, რომ კაკას საფეხბურთო გენიალურობა კვლავ აღედგინა. ვნახოთ, თუ როგორ გამოუვა მას ეს.

საერთო ჯამში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მადრიდის რეალმა" მიაღწია სამართლიან ფრეს და ისიც კანტერას მიერ მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაშის გამო. dle 10.1

  • shvela
  • 26 ივლისი 2013
  • 2711
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)