ალვარო მორატას შანსი

მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფორვარდმა გუშინ თერთმეტმეტრიანით გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა. უკვე ბევრი რამ დაიწერა ალვაროზე, ქომაგები კი უკვე წლებია მისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას ითხოვენ.


მას შემდეგ, რაც პიპიტა ნაპოლის ფეხბურთელი გახდა, დღის წესრიგში დადგა ახალი ფორვარდის დამატება. აქამდე ანჩელოტი აცხადებდა, რომ მას თავდამსხმელი არ სჭირდება და კმაყოფილია ამჟამინდელი შემადგენლობით, არავინ იცის იმ შემადგენლობაში იგუაინი ითვლებოდა თუ არა.

მორატამ კი მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ იგუაინის მიერ დატოვებული სივრცის შევსება მას და ხესეს თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია იყიდიან თუ არა ახალ თავდამსხმელს. სამეფო კლუბმა ხელიდან გაუშვა თითქმის ყველა ის თავდამსხმელი, რომელიც მათი ინტერესის არეალში იყო. ფალკაო მონაკოში გადავიდა, კავანი - პსჟ-ში, სუარესი კი დღე-დღეზე გადავა არსენალში, რადგან მეთოფეები ურუგვაელს არ ეშვებიან. ადრე იყო საუბარი ლევანდოვსკიზე, რომელმაც განაცხადა, რომ დორტმუნდი მას არ უშვებს, თუმცა ის უფრო ბაიერნში გადავა, ვიდრე რეალში. კიდევ ერთი ვარიანტი არის რუნი, რომელსაც იუნაიტედის დატოვება სურს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რეალს ბევრი კონკურენტი ეყოლება.

ზაფხული რეალს რომ ცხელი ელის, ამაში ეჭვი არავის ეპარება სატრანსფერო ფანჯრიდან მხურვალე მზე ანათებს და თეთრებს მასთან გამკლავება უჭირთ, ყველა ტრანსფერი იწელება და ამ პერიოდში რეალი ფაქტიურად უთავდამსხმელოდ არის. დიახ, თეთრები ფორვარდის გარეშე არიან. ბენზემას გუშინდელმა თამაშმა ყველას აჩვენა, რომ ფრანგი მაინცდამაინც მოტივირებული არ არის და მისგან ბევრს არც უნდა ველოდოთ. შესაძლოა სეზონის დასაწყისია და ფორმაში არ არის, მაგრამ მაინც მისგან ყველა მეტს მოელის.

ახლა უჩნდება მორატას შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი თვისებები, გუშინ მან გაიტანა, მართალია პენალტიდან, მაგრამ მაინც ამასაც მოხერხება უნდა. პენალტის შემდეგ კი მორატამ თანაგუნდელების გამხნევება დაიწყო და ჟესტიკულაციიდან დაინახავდით, მის ლიდერის თვისებებს, როგორ ცდილობდა გუნდის ”დაქოქვას” და მატჩის გადარჩენას. როგორც ჩანს ის არა მხოლოდ პერსპექტიული ფეხბურთელი, არამედ გამარჯვებაზე დაგეშილი ახალგაზრდაც არის, რომელიც არასოდეს ნებდება, ამხანაგურ მატჩშიც კი. სწორედ ეს აკლია მადრიდის რეალის თავდასხმას.

წინასასეზონო ტურნეში მორატას კიდევ მრავალჯერ ექნება შანსი დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და დაანახოს ყველას, რომ რეალს არ სჭირდება თავდამსხმელის დამატება. თუ ის ამ ყველაფერს ვერ მოახერხებს, მაშინ რეალი აუცილებლად შეიძენს ფორვარდს და მისი სათამაშო დროც შემცირდება. dle 10.1

  • SunSay
  • 25 ივლისი 2013
  • 2619
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)