ბეილის მისტიკური ტრავმა

ყველასთვის მოულოდნელად გარეთ ბეილს პირველი წინასასეზონო შეხვედრის გარდა სხვა შეხვედრების გამოტოვება უწევს, რის მიზეზადაც ტრავმას ასახელებენ.


"მადრიდის რეალის" მხრიდან ბეილის გადმობირებასთან დაკავშირებით უკანასკნელი შეტევის შესახებ ინგლისური მედია აქტიურად იუწყებოდა. მიუხედავად ამისა, ანდრეშ ვილაშ ბოაში ჯიუტად იმეორებს, რომ უელსელი ფეხბურთელი არსად არ მიდის და რომ ის არ იყიდება. ამ ყველაფერს უცნაურად დაემთხვა გარეთ ბეილის ტრავმა, რის მიზეზითაც მან წინასასეზონო მეორე შეხვედრა გამოტოვა.

მეორე თამაშამდე ფეხბურთელი ესაუბრა დანიელ ლევის ("ტოიტენჰემის" მფლობელს) და ნათლად განუცხადა, რომ ინგლისის დატოვება სურდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, გარეთ ბეილი მოედანზე არ გამოსულა.

გუშინ ვილაშ ბოაშმა განაცხადა, რომ ვარჯიშის დროს ბეილს თანაგუნდელის ფეხი ცუდად მოხვდა, რის გამოც მას მოუწია შეხვედრის გამოტოვება.

მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საუბედუროდ, მან ვარჯიშის დროს ფეხი დაიზიანა, ამის გამო ის ერთ შეხვედრას გამოტოვებს. იმედი გვაქვს მალე დაგვიბრუნდება."

შეხვედრა და ტრავმა

მას შემდეგ, რაც ბეილი პრეზიდენტს შეხვდა, მან ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს.

ყველაფერი ეს მისტიკურად ემთხვევა ერთმანეთს. ბოლო დღეებში ბეილმა აშკარად მიახვედრა "მადრიდის რეალი", რომ თუ ისინი შეთანხმდებიან "ტოტენჰემთან" , მაშინ პირადად მისი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება.

ვილაშ ბოაშმა უპასუხა მარკა-ში გამოქვეყნებულ სტატიას, მაგრამ ის ისეთივე თავდაჯერებული არ იყო, როგორიც ორი დღის წინ: "ბეილი არცერთ ფასად არ იყიდება. ვიცით, რომ მას საზაფხულო სატრანსფერო ამბებით სპეკუალაციისთვის ხშირად გამოიყენებენ." მას არ უხსენებია და არ უარუყვია აღნიშნული ჭორები. "ამაზე შორს არ წავალ. ის "ტოტენჰემის" ფეხბურთელია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიკურია ამ მომენტისთვის და ის ჩვენი მომავალია." dle 10.1

  • shvela
  • 24 ივლისი 2013
  • 3338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)