Corriere: “ნაპოლი კოენტრაოსაც განიხილავს“

მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინის იტალიურ ნაპოლიში ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას, არგენტინელი მოთამაშე სავარაუდოდ 2-3 დღეში გახდება ოფიციალურად ბენიტესის შეგირდი. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიელები გაჩერებას არ აპირებენ და მადრიდელებთან ფაბიო კოენტრაოსთან დაკავშირებითაც სურთ საუბარი...


Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით ნაპოლი მთლიანად აპირებს ედისონ კავანიში მიღებული თანხის დახარჯვას, სამაგიეროდ იტალიელები ადგილობრივი ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლებენ.

სამხრეთ იტალიელთა ახალი სამიზნე ფაბიო კოენტრაო გახლავთ, გონსალო იგუაინის შეძენით შემდეგ ისინი პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენაზე გაამახვილებენ ყურადღებას. რაფაელ ბენიტესი ფიქრობს, რომ კოენტრაოს შესანიშნავად შეუძლია თამაში როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე, ასევე ნახევარდაცვაშიც და იგი გარემარბის ფუნქციებსაც ხშირად შეითვისებს.

ნაპოლის და რეალს ერთმანეთთან ბრწყინვალე სატრანსფერო პოლიტიკა ჩამოუყალიბდათ, ესპანური გიგანტიდან იტალიას უკვე მიაშურეს რაულ ალბიოლმა და ხოსე კალეხონმა, დღე-დღეზე დადასტურდება პიპიტას ტრანსფერიც, აქედან გამომდინარე არ არის გამორცხული, ფლორენტინო პერესმა კოენტრაოც ხსენებულ გუნდში მიავლინოს. dle 10.1

  • Hala
  • 24 ივლისი 2013
  • 1618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)