ლავეცი : „პიპას ვესაუბრე და ვითარებაში გავარკვიე“
პარისენჟერმენის შემტევმა, ლავეციმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა გონსალო იგუაინთან, მისი თანამემამულე ნაპოლში არსებული სიტუაციით იყო დაინტერესებული...
„მე და პიპიტა დიდი ხნის მეგობრები ვართ, სწორედ ამიტომ მკითხა მან იტალიური კლუბის შესახებ. მე მას ვუთხარი, რომ იქ გაცილებით ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხი ექნება, ვიდრე მადრიდის რეალში აქვს, იტალიაში ფეხბურთელებს უფრო მეტად განვითარების საშუალება ეძლევათ.“
„რაფაელ ბენიტესი უდიდესი მწვრთნელი გახლავთ, თუმცა მე მასთან არასდროს მიმუშავია, შესაბამისად არ ვიცი თუ რა ზალას წარმოადგენს მისი ტაქტიკა და ასე შემდეგ, მოგებული ტიტულები ყველას გვაჩვენებს, რომ მის კლასზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია, დარწმუნებული ვარ ესპანელი სპეციალისტის მიზანი მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონობა იქნება.“
„მე გონსალოს ვუთხარი, რომ თუკი ის სამხრეთ იტალიას მიაშურებს, ბევრი შრომა მოუწევს ტიტულების მოსაპოვებლად, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად დატვირთული იქნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თუ იგი ნაპოლიში გადავა, ამ კლუბს სერია „ა“-ს მოგების კიდევ უფრო დიდი შანსები ექნება.
- 24 ივლისი 2013
- 1887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.