ტომას რონსერო : „ისკო დიდებული ფეხბურთელია“

„ას“-ის ჟურნალისტის და საფეხბურთო ექსპერტის, ტომას რონსეროს განცხადებით ისკო უდიდესი ფეხბურთელია და იგი მადრიდის რეალში ახალ ისტორიას დაწერს...


„ანჩელოტის შემადგენლობაში დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ისკო ჰქვია, რომელსაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, იგი არის ნამდვილი დირიჟორი მოედანზე, არ ვიცი რატომ მომხიბლა ასე ამ ფეხბურთელის თამაშმა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი აუცილებლად გაამართლებს.“

„მაგალაში ყველა კარგად ხედავდა, რომ მოედნის ცენტრს სწორედ ეს ფეხბურთელი კურირებდა და დირიჟორობდა, ახლა კი ვხედავთ, რომ იგი „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს, თუმცა იგივე თვისებებს კვლავაც ავლენს, იგი ძალიან გავს მესუთ ოზილს, რომელმაც მოსვლისთანავე განაცხადა პრეტენზია ძირითადში თამაშზე და გუნდის ტემპის საკუთარ თავზე აღებაზე, მჯერა, რომ გერმანელის კვალდაკვალ ისკო დიდ ფეხბურთელად მოგვევლინება.“

„ანჩელოტის მოედნის ცენტრში რამდენიმე ვარიანტის შემუშავება შეუძლია და ეს მწვრთნელის დიდი პლიუსი იქნება მომავალ სეზონში, იტალიელ სპეციალისტს ბევრი საფიქრალი აქვს, რადგან მისი გუნდი უმაღლესი დონის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ვარსკვლავებთან ურთიერთობა კი დიდ სირთულეებთან გახლავთ დაკავშირებული.“

„ისკო როგორც რეალში, ასევე ესპანეთის ნაკრებში იქნება წარმატებული, მსგავსი ტიპის ფეხბურთელები დღევანდელ დღეს ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევენ, რადგან მათ მთავარი დადებით თვისება აქვთ და ამას ბურთის კონტროლი ჰქვია, დღევანდელ ტემპში, დღევანდელ ხისტ ჩემპიონატებში და დღევანდელ ფიზიკურ ბრძოლებში ბურთის ფლობა დიდი სირთულეა, შენ კი თუ ამას აკეთებ, ნებისმიერ სარბიელზე გზა ხსნილი გაქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ივლისი 2013
  • 1434
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)