პიპას მაღალი დონის გუნდში თამაში სურს

გავრცელებული ინფორმაციით, გონსალო იგუაინის შეძენით ნაპოლი არის დაინტერესებული, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო ჩარიცხოს „ბლანკოსის“ ბიუჯეტში...


ეს თანხა ფლორენტინო პერესისთვის სავსებით მისაღებია, მაგრამ მოლაპარაკებებს რაღაც აჭიანურებს, ეს კი სავარაუდოდ თავად მოთამაშის პოზიცია გახლავთ. გონსალო თანახმა იყო გადასულიყო ლონდონის არსენალში და ემუშავა არსენ ვენგერთან, თუმცა მეთოფეების ხელმძღვანელობამ 26 მილიონ ევროზე მეტი არ გადაიხადა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შესაძლოა შეთავაზების პირობები გააუმჯობესონ.

ნაპოლი რაფაელ ბენიტესის ხელშია, ამ გუნდში აშკარად ხორციელდება ძირეული ცვლილებები, მაგრამ იტალიელებმა უდავო ლიდერი, ედისონ კავანი დაკარგეს, რომელიც დღევანდელ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დამრტყმელ ძალად არის მიჩნეული, აქედან გამომდინარე წინა ხაზი აშკარად უნდა გაძლიერდეს, სამხრეთელების აზრით კი პიპას გადაბირება ძალიან კარგი ვარიანტი იქნება, რადგან ბენიტესთან იმუშავებს ფეხბურთელი, რომელსაც არც გამოცდილება აკლია, არც მაღალ დონეზე თამაშის შიში აქვს და ტიტულებს მოწყურებულია.

ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავადაც, რომ ნაპოლი აშკარად პროგრესირება თვალნათლივია, რომ გონსალოს იტალიური გუნდის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება არ სურს და მისი მიზანი უფრო სრულფასოვანი კლუბის მოძებვნა არის. მისით კმაყოფილია კარლო ანჩელოტი, იტალიელი სპეციალისტი მზადყოფნას გამოთქვამს პიპასთან მუშაობისთვის, თუმცა არგენტინელს აშკარად გული აქვს აცრუებული და ესპანეთის დატოვებას გეგმავს.
რამდენიმე დღეში არგენტინელის ბედი აუცილებლად გადაწყდება, ექსპერტების ვარაუდით წინასასეზონო მზადების შუა მონაკვეთანმდე პიპას მომავალი აუცილებლად გაირკვევა. dle 10.1

  • Hala
  • 23 ივლისი 2013
  • 1529
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)