ალფრედო რელანო კარლო ანჩელოტიზე

გამომცემლობა As-ის ჟურნალისტმა ალფრედო რელანომ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.


მე მომწონს კარლო ანჩელოტი, ვინაიდან ის თავის კარტებს მაგიდაზე აწყობს. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასასეზონო მოსამზადებელი შეხვედრის პირველ მატჩში მან ყველას მისცა თამაშის საშუალება. ამავდროულად მან ნათლად დაგვანახა, თუ როგორი იქნება მისი კლუბი შეტევაში. მან შეტევაში კვადრატული ფორმის თავდასხმა დააყანა, ანალოგიურს მიმართავდა თავის დროზე მანუელ პელეგრინი. მესუთ იოზილი, ისკო , კარიმ ბენზემა და კრიშტიანო. მთავარი ის არის, რომ ეს მისი ფუნდამენტური გეგმაა. ისკო მადრიდის თამაშში იდეალურად ჩაეწერა და მისი პასების სიზუსტის მაჩვენებლები საერთოდ გასაოცარი იყო. ის მარტივად და თავდაჯერებულად თამაშობს . მას არ დატყობია პირველი შეხვედრის ნერვიულობები, ხოლო მისი ათლეტური, ჭკვიანური თამაშის სტილი კი სწორედაც რომ "მადრიდის რეალისთვისაა".

კრიშტიანო-რა თქმა უნდა, პირველი წარმოდგენის უმთავრესი შემოქმედი იყო. ბენზემამ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კლუბის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი და მათ შორის პრეზიდენტიც, არაერთხელ აფიქსირებდა და აფიქსირებს მისდამი თავის მხარდაჭერას, ერთადერთი რაც ფრანგს დარჩენია , არის ის, რომ მაქსიმუმი გაიღოს და უფრო მეტი შემოგვთავაზოს. ბენზემა კარგ მდგომარეობაში არ ხვდება ახალ სეზონს, მისი საპირისპირო სიტუაციაა გონსალო იგუაინის შემთხვევაში, რომელიც მუდამ მაქსიმუმს აკეთებს და მის თამაშს ყოველთვის ეტყობა მონდომება. თუ არგენტინელმა დატოვა კლუბი და მისი შემცვლელი არ იქნა მოძიებული, "მადრიდის რეალი" ამ პოზიციაზე ნამდვილად დათმობს ბრძოლებს, თუ სხვა ფეხბურთელი (ლუის სუარესი) არ მოვიდა, მაშინ ეს ბენზემას კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს მანამ, სანამ ის თავის დამოკიდებულებას თამაშისადმი არ შეიცვლის.

მოედნის შუახაზში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ლუკა მოდრიჩი მზადაა დაიკავოს ეს პოზიცია. ასიერ ილარამენდს დრო და შანსი სჭირდება. კაზემირო ეფექტურია და დენის ჩერიშევი შეიძლება კარგი ვარიანტი გამოდგეს ფაბიო კოენტრაუს წასვლის შემთხვევაში. დანი კარვახალი ეჭვგარეშეა. როცა ხაბი ალონსო დაბრუნდება შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდება ნახევარდაცვა: ხაბი და კიდევ ერთი - ვინ? დაცვაში ერთადერთი საეჭვო ვარიანტი არის დანი კარვახალი, თუ ალვარო არბელოა, რომელსაც ამჟამად ეყოლება თავის პოზიციაზე კონკურენტი. dle 10.1

  • shvela
  • 23 ივლისი 2013
  • 1877
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)