ოზილი: ”კარიერას რეალში დავასრულებ”

მადრიდის რეალის გამთამაშებელმა გამომცემლობა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მამამისი კურირებს, მაგრამ რა ხდება თავად ჯერ არ იცის.


”ძალიან მსურს კონტრაქტის გახანგრძლივება, ვიცი მადრიდის რეალიც არ არის წინააღმვდეგი. ეს ყველაფერი ჩემზე დადებითად იმოქმედებს და თავდაჯერებულობას შემმატებს, რადგან ამ ნაბიჯით გამოჩნდება, რომ რეალი მენდობა. ჯერ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არსად მეჩქარება.”

”რა თქმა უნდა, კარიერის რეალში დასრულებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ სხვაგან გადასვლასაც. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მე მზად უნდა ვიყო მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისათვის.”

”ვგრძნობ, რეალს კარგი სეზონი ექნება და თერთმეტი კაცით ტრიუმფამდე მისვლა ძნელი იქნება, ამიტომ ხშირად იქნება როტაცია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვეცდები საგოლე გადაცემებთან ერთად უფრო მეტი გოლი გავიტანო.”

”ძალიან მიხარია, რომ ზინედინ ზიდანი ჩვენ გვავარჯიშებს, ის ჩემი კუმირი იყო და ახლა მაქვს საშუალება უშუალოდ ვარჯიშზე მოვისმინო რეკომენდაციები მისგან.” dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივლისი 2013
  • 1733
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (254)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)