40 მილიონი და პიპიტა თქვენია

მადრიდის რეალი აგრძელებს ფეხბურთელების გაშვებას. ესიენი ისედაც არ იყო რეალის საკუთრება და დაბრუნდა ჩელსიში. შაჰინი კიდევ ერთი წლით გაანათხოვრა რეალმა დორტმუნდში. შემდეგ კალეხონი გაუშვა ნაპოლიში. ამავე კლუბს მიაშურა რაულ ალბიოლმაც, რომელმაც უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. შემდეგი სავარაუდოდ იგუაინი იქნება.


პიპიტამ სეზონის დასრულებამდე განაცხადა, რომ რეალის დატოვებას აპირებდა. მას სურდა ახალი გამოწვევები სხვა ჩემპიონატში. კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ შეყოვნდა არგენტინელის ტრანსფერი, ვინაიდან იტალიელ სპეციალისტს სრულიად აკმაყოფილებს იგუაინი. მიუხედავად ამისა თავდამსხმელს მყარად აქვს გადაწყვეტილი კლუბის შეცვლა. მისი შეძენით რამდენიმე წამყვანი ევროპული გუნდი დაინტერესდა და სამეფო კლუბის ოფისში ხშირად ისმის სატელეფონო ზარის ხმა, ოფიციალური შემოთავაზება კი არ ჩანს.

როგორც ირკვევა სამეფო კლუბს 40 მილიონის ითხოვს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმ ფეხბურთელისათვის, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ჩააგდო. მიუხედავად ამისა ყველა სპეციალისტს ახსოვს ის იგუაინი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოედანზე დაფრინავდა და გადამწყვეტ მომენტში გოლს იტანდა. სწორედ ამის ხარჯზე გეგმავენ თეთრები მისთვის ფასის აწევას. იგუაინის ტრანსფერით ახლა სამი კლუბია დაინტერესებული: ნაპოლი, არსენალი და ჩელსი.

ჩელსი მთლიანად გადაერთო რუნის ტრანსფერზე და იგუაინი სათადარიგო გეგმას წარმოადგენს. ასევე ”Plan B” არის პიპა არსენალისთვისაც, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული ლუის სუარესის შეძენით. რაც შეეხება ნაპოლის, მათთვის არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირება პრიორიტეტულ ჩამონათვალს შორის პირველ ადგილს იკავებს.

რაც შეეხება თავად იგუაინს, მას სურს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და წლიური ანაზღაურება 6 მლნ. თუ რომელიმე კლუბი ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ის მზად არის შეიცვალოს გუნდი. როგორც ჩანს იგუაინის მსურველებმა ორმაგი სტანდარტი უნდა გაიარონ. ჯერ რეალის, შემდეგ კი თავად ფეხბურთელის. ძნელად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი კომპრომისზე წავიდეს და მოთხოვნები შეამციროს. ამის წყალობით კი იგუაინის გადაბარგება დროში გაწელილი პროცესია, რომელიც შესაძლოა ამ სატრანსფერო ფანჯარაში არც ჩაეტიოს. dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივლისი 2013
  • 1659
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)