მანუელ პელეგრინი:"დარწმუნებულნი ვართ წარმატებაში"

"ალკორკონთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენცია გამართა.


დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გუნდი გადალახავს "ალკორკონის" ბარიერს?

0:4 ანგარიშის გაბათილება მუდამ რთულია, მაგრამ ყველანი მოწადინებულნი ვართ წარმატებისთვის. ყველას გვსურს პირველი მატჩის შედეგი აღმოვფხვრათ.

კეირუშმა რონალდო გამოიძახა ნაკრებში...

გასულ კვირას განვაცხადე, რომ ყველა თავის ინტერესებს იცავს. მიუხედავად გამოძახებისა, ბოლო სიტყვა ექიმებზეა.

როგორ "რეალს" ვიხილავთ "ალკორკონთან" მატჩში?

უმეტესად ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც პირველ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ აქცენტს პრესინგზე და სწრაფ შეტევაზე გავაკეთებთ. ბენზემა დაისვენებს, რადგან ის ძალიან დაიღალა ბოლო მატჩებში.

რას იტყვით კრისტიანო რონალდოს შესახებ?

ის ტრავმას იშუშებს. არცერთ ფეხბურთელს არ სურს გამოტოვოს სანაკრებო შეხვედრა, მაგრამ ასეთ საქმეებში ყველაზე კომპეტენტურები ექიმები არიან.

თქვენი აზრით, როგორ ითამაშებს "ალკორკონი"?

"ალკორკონის" სათამაშო სტილი ამოუცნობია. მოედანზე გავალთ იმისთვის, რათა ძლიერად დავიწყოთ თამაში და პირველივე წუთებიდან შევუტიოთ. სტუმრებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშობენ.

გუნდი აუცილებლად უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე?

სიტყვა "აუცილებლობა" ცოტა სახიფათო სიტყვაა ფეხბურთში. გუნდის სურვილი და თავდაჯერებულობა სახეზეა, მაგრამ ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს.

რას იტყვით გუტის შესახებ?

მას მაშინ შევიყვანთ განაცხადში, როცა გუნდის სამწვრთნელო შტაბი მის სათამაშო ფორმას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. ჩვენ გვსურს მისი ნახვა ისეთის, როგორიც წლის დასაწყისში იყო. არანაირ კონფლიქტზე არაა საუბარი.

დაისახეთ მიზნები თამაშის წინ?

არა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიძლიერე საკუთარ მოედანზე. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს გაიგებ. ამაში შაბათის მატჩში დავრწმუნდით.

"ვისენტე კალდერონზე" თქვენი შეგირდები უფრო კომპაქტურები იყვნენ, ვიდრე ადრე...

მობილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვმუშაობთ სქემებზე. გუნდი ნელ–ნელა სასურველ თამაშის სტილს პოულობს. ფეხბურთელებმა რაც შეიძლება მეტოქის კართან უნდა იმოძრაონ. გუნდი ყოველ მატჩში უკეთ გამოიყურება.

"ალკორკონთან" მარცხმა გამოასწორა გასახდელში სიტუაცია?

ვთვლი, რომ გასახდელში ატმოსფერო მუდამ კარგი იყო. ფეხბურთელები თავდაჯერებულები არიან და ეს მათ ეხმარებათ კარგად თამაშში.

კმაყოფილი ხართ გრანეროთი?

გუნდში 23 ფეხბურთელია. ყველა მიიღებს საკუთარ შანსს სხვადასხვა მატჩში. ესტებანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასეთად დარჩება კიდეც.

რას ელით "ბერნაბეუს" პუბლიკისგან?

"რეალი" მუდამ მოგებისთვის უნდა გადიდოდეს მოედანზე. გულშემატკივარი ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგვიჭერს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რას იტყვით რაულზე?

ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი. გუნდი კარგად გამოიყურება. ამიტომ "ატლეტიკოსთანაც" იგივე შემადგენლობა ვათამაშე, როგორიც "ხეტაფესთან". მწვრთნელი წყვეტს ვინ ათამაშოს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 10 ნოემბერი 2009
  • 2597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)