"რეალის" ფეხბურთელები ნაკრებებში

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებში გამოიძახეს. კაკა შეუერთდება ბრაზილიის ნაკრებს, გაგო და იგუაინი არგენტინას, ვან დერ ვაარტი ჰოლანდიელებს, ბენზემა და ლასი საფრანგეთს, პეპე და კრისტიანო რონალდო პორტუგალიას, ხოლო კასილასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ხაბი ალონსო ესპანეთის ნაკრებს. საერთო ჯამში "სამეფო კლუბის" ცამეტი ფეხბურთელი დაეხმარება თავიანთ ეროვნულ ნაკრებებს.შესაბამისად ბრაზილიის, ჰოლანდიის, არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, ხოლო საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


პლეი–ოფის მატჩები

ლასი და ბენზემა ეცდებიან საფრანგეთის ნაკრები გაიყვანონ მსოფლიო ჩემპიონატზე

ლასანა დიარა და ქარიმ ბენზემა დაუპირისპირდებიან ირლანდიის ნაკრებს. პირველი მატჩი გაიმართება 14 ნოემბერს ირლანდიაში "Croke Park Stadium"-ზე, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 18 ნოემბერს საფრანგეთში "Stade De France"-ზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე.

კრისტიანო და პეპე კეირუშის განაცხადში არიან

კარლოს კეირუშმა განაცხადში შეიყვანა პეპე და კრისტიანო რონალდო, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს. 14 ნოემბერს პორტუგალიელები ბოსნიელებს უმასპინძლებენ, ხოლო 18 ნოემბერს საპასუხო შეხვედრაში ბოსნიაში მოუწევთ თამაში.

მაჰამადუ დიარა ვერ ითამაშებს განის ნაკრების წინააღმდეგ

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს შეხვედრას განის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება.

ამხანაგური მატჩები

ვან დერ ვაარტი ორ შეხვედრას გამართავს ჰოლანდიის ნაკრებში

ჰოლანდიის ნაკრებმა ვადაზე ადრე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ისინი გამართავენ ორ ამხანაგურ შეხვედრას. 14 ნოემბერს ისინი იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან პესკარაში, ხოლო 18 ნოემბერს პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ ჰერენვენში. ვან დერ ვაარტი ამ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

კაკა ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება

14 ნოემბერს ყატარში მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა იქნება. ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდებიან ბრაზილიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები. სამი დღის შემდეგ კი "პენტაკამპეონები" ომანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან მასკატში (ომანის დედაქალაქი).

ესპანეთი და არგენტინა ერთმანეთს შეხვდებიან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ასი წლის იუბილეზე

14 ნოემბერს "ვისენტე კალდერონზე" ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები. გაგო და იგუაინი თანაკლუბელების იკერ კასილასის, სერხიო რამოსის, ალბიოლის, არბელოასა და ხაბი ალონსოს წინააღმდეგ ითამაშებენ. ამის გარდა ესპანელები 18 ნოემბერს ავსტრიაში "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. სწორედ ამ არენაზე გახდა "ფურია როხა" ევროპის ჩემპიონი 2008 წელს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 9 ნოემბერი 2009
  • 1751
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)