შუსტერი: ფლორენტინო შესანიშნავი პრეზიდენტია

მადრიდის რეალის ყოფილმა დამრიგებელმა ბერნდ შუსტერმა ჟურნალისტებთან მადრიდის რეალზე და ,,ბლანკოსის” პრეზიდენტზე ისაუბრა...


მას შემდეგ რაც თქვენ დატოვეთ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი , ბევრი რამ შეიცვალა...

დიახ, როდესაც მე დავტოვე კლუბი მაშინ სულ სხვა მდგომარეობა იყო, შემდეგ სათავეში ხუანდე რამოსი ჩადგა, რომელმაც გამოასწორა მდგომარეობა მაგრამ მაინც ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, ჩემ დროს გუნდს მცირე ჩავარდნა ჰქონდა, რომელიც აუცილებლად აღმოიფხვრებოდა ცოტა , რომ ეცლიათ ჩემთვის, მაგრამ რამონ კალდერონს დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი პოსტიდან გაშვება და სასურველი მომენტიც ჩაუვარდა ხელში.

თქვენ დანიშვნიდან პირველივე სეზონში მიაღწიეთ წარმატებას, რატომ უნდა ჰქონოდა კალდერონს ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული?

ეს შეგიძლიათ თავად რამონს ჰკითხოთ, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე გუნდი თავიდან ბოლომდე გადავახალისე და სამეფო კლუბმა დაიწყო ლამაზი და შემტევი ფეხბურთის თამაში, ჩვენ პირველივე სეზონში მივაღწიეთ სასურველ შედეგს, ორივე სუპერ კლასიკო დამაჯერებლად მოვიგეთ და რაც მთავარია მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული.

თქვენს შემდეგ ხუანდე რამოსი მოვიდა, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ისიც რამონ კალდერონის რჩეული გახლდათ მაგრამ კალდერონი გადადგა და ხუანდეს კონტრაქტიც არ გაგრძელდა, როგორ შეაფასებდით უკვე ყოფილი მწვრთნელის სამუშაოს?

ხუანდე რამოსი როდესაც მივიდა კლუბში, მაშინ ცოტა მძიმე სიტუაცია იყო, გუნდი ბოლომდე არ იყო დალაგებული, ხუანდემ შეიტანა საჭირო ცვლილებები და გუნდმაც გამარჯვებების მოპოვება დაიწყო, მაგრამ რეალი იგებდა ძალიან პრაგმატულად, სამეფო კლუბი ისეთ ფეხბურთს არ თამაშობდა, როგორსაც ინჩასები ითხოვდნენ, რეალმა გამარჯვებასთან ერთად ლამაზი ფეხბურთიც უნდა აჩვენოს.

კალდერონიც და ხუანდეც წავიდნენ, ეხლა კი გუნდის სათავეში ფლორენტინო პერესია...

დიახ. ფლორენტინო პერესი არის პიროვნება , რომელიც ზუსტად ხვდება რომელი ფეხბურთელი ჭირდება გუნდს, იგი ასევე უსმენს მწვრთნელს, ჩემ დროს, რომ პრეზიდენტი პერესი ყოფილიყო სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებდა. ეხლა მწვრთნელი პელეგრინია, რომლის პროფესიოანლიზმსც ვაფასებ, დარწმუნებული ვარ იგი მადრიდში წარმატებებს მიაღწევს. როდესაც ყველანაირი ხელშეწყობა გაქვს და ამასთანავე პროფესიონალი ხარ რთული აღარ არის ტიტულების მოპოვება.

დაბრუნდებოდით რეალში შემოთავაზება , რომ გქონდეთ?

ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ფლორენტინო თუ გამიკეთებდა შემოთავაზებას, ვინაიდან იგი შესანიშნავი პრეზიდენტია, მე ჩამოვაყალიბებდი სასურველ გუნდს, რომელიც ნებისმიერი გრანდთან მატჩში ფავორიტი იქნებოდა, ამაში კი პერესი აუცილებლად დამეხმარებოდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის ითვალისწინებს მწვრთნელის მოთხოვნებს და ისე ყიდულობს ფეხბურთელებს.

როგორ ფიქრობთ, შეთამაშდება ამდენი ვარსკვლავი რეალში?

თუ იქნება სწორი ტაქტიკა, ყველაფერი გამოვა, მთავარია მწვრთნელმა ეს ფეხბურთელები სწორი ტაქტიკით ათამაშოს. რეალს ეხლა უკვე ისეთი შემადგენლობა ჰყავს , რომ ისეთი ტაქტიკით ვეღარ ითამაშებს, როგორი ტაქტიკითაც ხუანდეს დროს თამაშობდა, როდესაც გუნდში გყავს კაკა, რომალდო, ბენზემა, იგუაინი, რაული რთულია დაცვით თამაშზე იფიქრო.

თქვენ ახსენეთ იგუაინი, რომელიც თქვენი მწვრთნელობის დროს გაიზარდა როგორც ფეხბურთელი...

გონსალო შესანიშნავი ახალგაზრდაა, კალდერონის ტრანსფერებიდან მე მხოლოდ მას და სნეიდერს გამოვარჩევდი. იგუაინში მე დავინახე ტალანტი, იგი ნამდვილი ფორვარდია, მისი უკან თამაში დამღუპველია, მე გონსალოსთან ეხლაც მაქვს კონტაქტი, იგი ჩემი პატარა მეგობარია.

და ბოლოს, მოიგებს რეალი მომავალ სეზონში ტიტულებს?

გუნდი თუ შეთამაშდება კი, ვიმეორებ მთავარია სწორი ტაქტიკა და დანარჩენი თავისით მოვა. მე წარმატებებს ვუსურვებ სამეფო კლუბს და ფლორენტინო პერესს. dle 10.1

  • Hala
  • 9 ივლისი 2009
  • 3285
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)