შვიდი მსგავსება

გთავაზობთ 7 მსგავსებას კარლო ანჩელოტისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ.


კარლო ანჩელოტი მეთერთმეტე მწვრთნელია, რომელიც მოიყვანეს სანატრელი მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაგებად ''რეალში''. ჟოზე მოურინიომ ეს ვერ შეძლო. მოდით შევადაროთ ეს ორი დიდი სპეციალისტი. Eurosport - ის ჟურნალისტებმა 7 მსგავსება აღმოაჩინეს ამ ორ ადამიანს შორის.
1. პოკერის შესრულება
მადრიდში ჩამოსვლამდე მოურინიოს სამი ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. ინგლისის, იტალიის და პორტუგალიის. შარშან მან შეასრულა პოკერი და მოიგო ესპანეთის ლა ლიგა. იგივეს შეეცდება კარლო ანჩელოტიც, რომელსაც ინგლისის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები აქვს მოგებული.
2.მეათე და მესამე..
ისევე როგორც ჟოზე მაურინიოს, ანჩელოტისაც ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. პორტუგალიელმა ვერ გაიმარჯვა ამ ტურნირზე ''რეალთან'' ერთად. ახლა კარლიტოს ჯერია, მან უნდა მოიგოს თავის კარიერაში მესამე, ''რეალის'' ისტორიაში კი მეათე ჩემპიონთა ლიგის თასი.

შვიდი მსგავსება


3. კარიერა სუსტ გუნდში
ორივე მწვრთნელმა სუსტ გუნდში დაიწყო კარიერა. 'უნიაო ლეირას' გაწვრთნის შემდეგ ჟოზე 'პორტოში' მიიწვიეს, ხოლო 'რეჯინას' სერია ა-ში გადაყვანის შემდეგ კარლო - 'პარმაში'.
4. ორივე მწვრთნელმა წარმატებას სამშობლოში მიაღწია.
კარლო ანჩელოტიმაც და მოურინიომაც სახელი სამშობლოში მოიხვეჭა. ჟოზემ მოახერხა და 'პორტო' გრანდად აქცია, კარლიტომ კი 'მილანს' არაერთი დიადი ტიტული მოაგებინა.

შვიდი მსგავსება

5. წარმატება 'ჩელსიში'

ყველას კარგად მოეხსენება, რომ იტალიელმაც და პორტულიელმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს 'ჩელსიში', ორივე მათგანმა მოიგო პრემიერლიგა.

6. ტრიუმფალური წარდგენა მადრიდში
სამი წლის წინ მოურინიო, ახლა კი კარლო ანჩელოტი, ჩამოიყვანეს მადრიდში მხსნელებად. ორივე მათგანს ტრიუმფალური პრეზენტაცია და დახვედრა მოუწყვეს.

7. ფულადი თანხა კონტრაქტის დარღვევისთვის.

პერესს სამი წლის წინ ინტერისთვის მოუხდა გარკვეული ფულის გადახდა, იმისათვის, რომ ჟოზე წამოეყვანა მადრიდში, ახლა კი იგივე მოხდა ანჩელოტისთან დაკავშირებით.
ფლორენტინომ 4 მილიონი 'პსჟ'-ს გადაურიცხა.
dle 10.1

  • Stifler
  • 29 ივნისი 2013
  • 5309
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)