პირლო რეალში?

ახლახანს AS.COM-ზე ძალიან საინტერესო სტატია აღმოვჩინე, რომელშიც ავტორი ეჭვობს, რომ ანჩელოტის მადრიდის რეალში ნახევარდაცვის გაძლიერება უფრო მეტად ადარდებს, ვიდრე თავდასხმა. არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა იგუაინი, პრიორიტეტი მაინც მოედნის შუახაზის გაძლიერება იქნება.


ჩაბი ალონსო მადრიდელების მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ სეზონის ბოლოს მას გადაღლილობა იმდენად შეეტყო, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა. ანჩელოტის ძალიან მოსწონს ბასკი ნახევარმცველი, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ მას არ ჰყავს სათანადო შემცვლელი, რომელიც დასვენების საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე იტალიელ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს სამეფო კლუბში პირლო მოიყვანოს, რომელსაც იუვენტუსთან 2014 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. შესაბამისად ეს ტრანსფერი ძვირი არ დაუჯება პერესს.

მართალია პირლო უკვე ასაკშია, მაგრამ კარლომ იცის მისი შესაძლებლობები და გეგმაც ჰქონია შემუშავებული, ის მონაცვლეობით გეგმავს ჩაბისა და ანდრეას გამოყენებას. იშვიათად მაგრამ მაინც იქნება შეხვედრები, როდესაც ორივე ერთად ითამაშებენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მადრიდის რეალს მინიმუმ უახლოესი ერთი სეზონის განმავლობაში მოუხსნის თავსატეხს როგორ გაამაგროს ცენტრი. ამასობაში ამოიწურება სიტყვიერი ხელშეკრულება, რომელიც სამეფო კლუბმა დადო პსჟ-სთან, რომლის მიხედვითაც რეალი არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ფრანგული კლუბის ფეხბურთელებთან, სანაცვლოდ კი ისინი მიიღებენ ანჩელოტის. ყველამ კარგად იცის, რომ ბლანკოსს ვერატის შეძენა სურს და სწორედ ამ მიზეზით უნდათ თეთრებს პირლოს შეძენა, რომელიც მინიმუმ 2 სეზონს კიდევ ითამაშებს უმაღლეს დონეზე, შემდეგ კი მისი და ალონსოს მემკვიდრე მარკო ვერატი გახდება.

ინფორმაციის წყარო: AS.COM dle 10.1

  • SunSay
  • 28 ივნისი 2013
  • 3145
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (207)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)