ცხოვრება მოურინიოს შემდეგ

ეჭვგარეშეა, რომ სამეფო კლუბის ახალი მწვრთნელის საქმიანობის საზომი, ჟოზე მოურინიო იქნება.ჟურნალისტები და ქომაგები მუდმივად გაავლებენ პარალელს "რეალის" მოქმედ და წინა დამრიგებლებს შორის.


მოგეხსენებათ, პორტუგალიელ მწვრთნელს, მადრიდში გადმობაგებამდე რამდენიმე კლუბში უმუშავია.გადავხედოთ, როგორ აგრძელებდნენ გუნდები ყოფა-ცხოვრებას, "განსაკუთრებულის" წასვლის შემდეგ.

"პორტუ:"
2004/05 წ.წ. სეზონში, მოუს პორტუგალიიდან გადაბარგება, ცუდად აისახა ადგილობრივ გრანდზე.1 წლის განმავლობაში, "პორტუმ" 3 მწვრთნელი გამოიცვალა.ისინი მე-2 ადგილს დაჯერდნენ ეროვნულ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური სტადიიდან, ხოლო თასზე 1/16 სტადიიდან გამოვარდნენ.ასევე დათმეს ევროპის სუპერ თასიც."დრაკონებმა" მხოლოდ პორტუგალიის სუპერ თასი და კონტინეტთაშორისო თასის გამარჯვება იზეიმეს.

"ჩელსი:"
2007 წლის 20 სექტემბერს, მოურინიომ "არისტოკრატების" რიგები დატოვა.იმ სეზონში, ავრაამ გრანტის ლონდონურმა კლუბმა, ტიტულის მოგება ვერ შეძლო.რაც შეეხება მომდევნო სეზონს, გუნდმა 3 მწვრთნელი გამოიცავალ და მხოლოდ ინგლისის თასს დაჯერდა.

"ინტერი:"
რაც შეეხება მილანურ კლუბს, 5 გამოცვლილი დამრიგებელი და მხოლოდ "კოპა იტალია."ასეთია მათი მონაგარი, ჟოზეს მიერ კლუბის დატოვების შემდეგ.

ალბათ, ამის შემხედვარა, ბევრ თქვენგანს განწყობა შეერყა, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ეს მადრიდის "რეალია." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)