ვან დერ ვაარტი სარფიანად გაიყიდება

როგორც ესპანური პრესა იუწყება მადრიდის რეალმა ფასი დაადო ჰოლანდიელ ნახევარმცველ რაფაელ ვან დერ ვაარტს, რომელიც ,,ბლანკოსს” ძალიან მალე დატოვებს.


ვან დერ ვაარტის მსურველი რამდენიმე კლუბია, ესენი არიან: იუვენტუსი, ბაიერნი და აიაქსი. განსაკუთრებით ამსტერდამული კლუბი აქტიურობს, აიაქსის მთავარ მწვრთნელს არაერთხელ განუცხადებია, რომ რაფაელი მას ძალინ ჭირდება და დიდი სიამოვნებით იხილავდა აიაქსის ფორმაში გამოწყობილს.

ვან დერ ვაარტის კარიერის აღმასვლა სწორედ აიაქსში დაიწყო, მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ რაფაელი ჰოლანდიელია და ამანაც შეიძლება განაპირობოს ის, რომ მან არჩევანი აიაქსზე გააკეთოს. მომავალ წელს ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატია და რაფაელს ძალიან სურს საკუთარი ნაკრების ღირსების დაცვა, თუ იგი მადრიდში დარჩება , ამ შემთხვევაში ძალიან მოაკლდება სათამაშო პრაქტიკა რაც ნაკრებისკენ გზა დაუკეტავს, სწორედ ამიტომ აქვს მას მიღებული მტკიცე გადაწყვეტილება კლუბის შეცვლის შესახებ.

რეალს ვაარტის გამოყენება რიბერის ხელში ჩასაგდებადაც სურს, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თავისი თანამემამულეებით არის დაინტერესებული, მოგეხსენებათ რეალმა ბაიერნს უკვე შესთავაზა წინადადება რობენის და ვან დერ ვაარტის რიბერიში გაცვლის შესახებ, მაგრამ მოლაპარაკებები რამდენჯერმე შევიდა ჩიხში.

ბოლოსდაბოლოს რეალმა ფეხბურთელს ფასი დაადო, კლუბის ხელმძღვანელობის თქმით ჰოლანდიელი ნახევარმცველი სარფიან ფასში გაიყიდება, მისი სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 23 მილიონ ევროს, რომელი კლუბიც შესთავაზებს მადრიდელებს ზემოთხსენებულ თანხას, სამეფო კლუბიც იმ გუნდს დაუთმობს რაფაელს. სავარაუდოდ ეს კლუბი მაინც ამსტერდამის აიაქსი იქნება, ვინაიდან მათი მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია. dle 10.1

  • Hala
  • 9 ივლისი 2009
  • 3402
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)