ანჩელოტის პრესკონფერენცია

პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტი და ემილიო ბუტრაგენიო გამოცხადდნენ.


ბუტრაგენიო: ”კარლო, მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შენს გვერდით ვიმყოფები. შენ დიდებული მოწინააღმდეგე იყავი, საკის გუნდში კი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყავი. მას შემდეგ 24 წელი გავიდა და ეხლა მინდა დიდი პატივისცემით მოგესალმო და მიგიღო შენს ახალ სახლში.”

ბუტრაგენიოს სიტყვის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მისცეს.

”კარლო, როდიდან იცით, რომ ”მადრიდის რეალის” მწვრთნელი იქნებოდით?”

”გუშინ ეს უკვე ოფიციალურად გაცხადდა. ორშაბათს უკვე ვიცოდი, რომ აქ მოვდიოდი. კლუბმა დიდი ძალისხმევა გაიღო ამისთვის, ვინაიდან მე ”პსჟ”-სთან კიდევ ერთი წელი მაკავშირებდა კონტრაქტით.”

რას იტყვით ზიდანზე?

მე ზიდანს ვიცნობდი , როგორც დიდებულ ფეხბურთელს. მან გადაწყვიტა, რომ სამწვრთნელო საქმიანობისთვის მიეყო ხელი და მე ეს მხოლოდ მახარებს. ის ფანტასტიკური დამხმარე მწვრთნელი იქნება ჩემთვის.

ახალი შენაძენები?

”საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. უახლოესი დღეების მანძილზე დავსხდებით და განვიხილავთ, თუ რა გვჭირდება. ეხლა არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ დარჩება და ვის მოუწევს წასვლა. ამას უახლოეს დღეებში განვიხილავთ და შეგატყობინებთ.”

კლუბის გულშემატკივრები და მადრიდისტები სანატრელ მეათეს ითხოვენ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

”ეს უმთავრესი მიზანი იქნება. ამას ითხოვენ არამარტო კლუბში, არამედ მთლიანად ყველა მადრიდისტები. მე მაქვს ამბიცია, რომ ეს მოვახერხო. სწორედ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მეათეს მოგება უდიდესი მოტივაციაა, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.”

ურთიერთობის განმუხტვა ფეხბურთელებთან?

”პირველი შემტხვევაა, როცა ამაზე მიწევს საუბარი. მინდა, რომ ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობა მაკავშირებდეს. არასდროს არ ყოფილა საპირისპირო სიტუაცია ჩემი მწვრთნელობისას. ვფიქრობ ”მადრიდის რეალშიც” ანალოგიური მდგომარეობა დამყარდება.

”მადრიდის რეალში” ყოდნა უდიდესი ზეწოლაა. მზად ხართ ამისთვის?

არამგონია იმაზე დიდი ზეწოლა მქონდეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბში. პრობლემა ისაა, რომ უნდა შეგეძლოს ამ ზეწოლის მართვა. მე ვაპირებ ზეწოლის ქვეშ მუშაობას და მზად ვარ ამისთვის

რას ნიშნავს სანახაობრივი თამაში თქვენთვის?

სანახაობრივად თამაში ნიშნავს, რომ შენ ფლობ ინიციატივას, უტევ გამუდმებით... ეს შემადგენლობა საკმაოდ ნიჭიერია და უდიდესი ძალა გააჩნია მას შეტევის ხაზში. არამგონია ჩემთვის ძნელი გამოდგეს შეტევითი ფეხბურთის ორგანიზება.”

რას ნიშნავს ”მადრიდის რეალის” მწვრთნელობა?

ესაა ოცნებების ახდენა. ”მადრიდის რეალი” უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია, რომელსაც თავისი ტრადიციები გააჩნია და ეს ჩემთვის უდიდესი მოტივატორია. ის ოცნებაა ნებისმიერი ფეხბრთის მოყვარულისთვის. მე მიყვარს ფეხბურთი, ასე რომ ”მადრიდის რეალის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა.

გჭირდებათ , თუ არა დამატებითი შენაძენები?

როგორც წინათ გითხარით, ჩვენ მომდევნო დღეებში ვაპირებთ ამაზე საუბარს. დღევანდელი შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია. გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ახალგაზრდა ადამიანს აქვს ამბიცია და ენთუზიაზმი. მე ბედნიერი ვარ და მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა.”

ზიდანზე რას გვეტყვით?

ზიდანი, როგორც წეღან აღვნიშნე ჩემი დამხმარე იქნება და ერთად ვეცდებით მუშაობას, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. მას თამაში არ შეეძლება (იცინის)”

ცვლილებები იქნება?

”მე ვფიქრობ რამოდენიმე რამე შესაცვლელი გვექნება, მაგრამ ბევრი რამე არა.”

ოცნება აგიხდათ?

”ყველასთვის ოცნებაა ”მადრიდის რეალის” გაძღოლა. მე ბედნიერი ვარ, ვინაიდან გამიმართლა და ბევრი კარგი და დიდებული კლუბის მწვრთნელი ვიყავი. არამგონია ”მადრიდის რეალი” იყოს ჩემი ბოლო გაჩერება და აქ დავასრულო კარიერა, მაგრამ მინდა აქ დიდი ხნის მანძილზე დავრჩე.”

რას იტყვით მოდრიჩისა და პირლოს შედარებაზე?

ისინი განსხვავებულები არიან. მოდრიჩს სივრცეები ესაჭიროება და ის მთელ მოედანზეა, მაშინ როცა პირლოს პოზიცია მკაცრად არის განსაზღვრული.

საჭიროა ორი ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე?

”კონკურენცია კლუბში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ მისი დახმარებით ყველაზე კარგები ხვდებიან შემადგენლობაში და ამით კლუბი ნახულობს სარგებელს.

რას იტყვით კავანიზე?

ჯერ არ გვისაუბრია ტრანსფერებზე, ვინაიდან დღეს პირველი დღეა. დღეს ჩამოვედი მადრიდში, ამიტომაც ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ გავავრცელებ.

კაკაზე რას გვეტყვით?

მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. იმედი მაქვს მალე ვარჯიშზე ვნახავთ ყველაფერს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. მე ვფიქრობ, რომ კაკა ამჟამად ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელია და ჩვენ ვაპირებთ მასთან მუშაობს იმისთვის, რომ ”მადრიდის რეალმა” მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

აპირებთ, თუ არა მოედნის მორწყვას , როცა ”ბარსა” ჩამოვა სათამაშოდ?

თუ გვინდა, რომ მეტოქეზე სწრაფები ვიყოთ, სწრაფი მოედანი დაგვჭირდება.

ფალკაოზე რა აზრის ხართ?

”ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ როცა შემადგენლობაში გყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრიშტიანო , ბენზემა, იგუაინი წუწუნი არ ღირს.”

დაახასიათეთ მოურინიო

”მოურინიო დიდებული მწვრთნელია, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ. მე განსხვავებული ხასიათი მაქვს, მაგრამ ის მუდამ სარგებლობდა და ისარგებლებს ჩემი პატივისცემით.”

თქვენი პროგნოზი იტალიასა და ესპანეთის დაპირისპირებაზე

”ეს საკმაოდ კარგი და რთული შეხვედრა იქნება ორივე ნაკრებისთვის. სურპრიზები კი ფეხბურთში ყოველთვის ხდება.”

თქვენი და მოურინიოს შედარება

”არ არის სწორი ჩემი შედარება მოურინიოსთან. მან აქ თავისი საქმე გააკეთა და მე ჩემსას გავაკეთებ. შედარება შეუძლებელია. როცა მე ჩემს სამუშაოს შევასრულებ, პრეზიდენტი და გუშემატკივარი იტყვის, ვარგოდა თუ არა ჩემს მიერ გაწეული შრომა.”

თქვენი მეტოქე ”ბარსა” იქნება

”ის ესპანეთში ყველაზე ძლიერი კლუბია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ წინააღმდეგ თამაში და წინ ბევრი კარგი შეხვედრა გველოდება. ”მადრიდის რეალი” არაფრით არ ჩამოუვარდება მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ”ბარსას” დამარცხება.”

ისკოზე რას გვეტყვით?

”მე შემიძლია გელაპარაკოთ ფეხბურთელის პოტენციალზე. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები ფანტასტიკურია, ხოლო ისკო კი ბრწყინვალე და საუკეთესო მათ შორის. მას აქვს ის პოტენციალი და ნიჭი, რომელიც საჭიროა ”მადრიდის რეალში” სათამაშოდ.”

კასილასი?

”ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ფანტასტიკური კაპიტანია, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ თამაშისთვის მხოლოდ წარსული არ არის საკმარისი. რომ ითამაშო, უნდა იმსახურებდე ამას. ეს ეხება თითოეულ ფეხბურთელს და თითოეულ კლუბს.”

კრიშტიანო?

”ჩემთვის უდიდესი პატივია ისეთი ფეხბურთელის გაწვრთნა და ისეთ ფეხბურთელთან მუშაობა, როგორიც კრიშტიანო რონალდუა.”

მთავარი მიზანი?

”ჩემი მთავარი მიზანია პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა, გავიღო შესაძლებლობების მაქსიმუმი და კლუბს წარმატებები მოვუტანო. ”

პრესკონფერენცია დასრულებულია
dle 10.1

  • shvela
  • 26 ივნისი 2013
  • 8461
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)