ანჩელოტი-გამარჯვებული

3 სეზონში მოგებული ორი ჩემპიონთა ლიგა და ლიგა.


კარლო ანჩელოტიმ თავისი კარიერა მენტორის არიგო საკის ყოვლისმხედველი თვალის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო. 1994 წელს მსოფლიო თასზე ასისტენტი მწვრთნელის რანგში გამოცდილების მიღების შემდეგ, მისი პირველი კლუბი ”რეჯინა” გახდა, რომელიც მან სერია ა-ში გადმოიყვანა. ამის შემდეგ 1990-იანებში ის თავისი კარიერის გასაგრძელებლად და სახელის კიდევ უფრო მოსახვეჭად ”პარმაში” გაეშურა. ეს კლუბი მან ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა. ამის შემდეგ იყო ”იუვენტუსი”, სადაც მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ სწორედ იქ დაიწყო მისი და ზინედინ ზიდანის მეგობრობა.

ანჩელოტის ყველაზე დიდი წარმატებები ”მილანში” ქონდა. ”როსონერის” თავკაცის რანგში მან ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

მან 2009 წელს, მას შემდეგ რაც სკუდეტო, ლიგის თასი, ფიფას კლუბების მსოფლიო თას მოიგო, ”მილანი” დატოვა და ერთი დღის შემდეგ უკვე ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში გაეცნო ფეხბურთის მოყვარულებს. ”ჩელსიში” მან ავრაამ გრანტი შეცვალა.

თავის პირველ წელს მან პრემიერ ლიგა მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოურინიოს ”ინტერთან” დამარცხდა. მეორე წელს მას ”მანჩესტერ იუნაიტედმა” ორი ტიტული წაართვა, ერთი ჩემპიონთა ლიგის და მეორე კიდევ პრემიერ ლიგის.

საბოლოოდ , ”პსჟ”-ში ის მიიყვანეს, როგორც მწვრთნელი, რომელსაც ფრანგული კლუბი საფრანგეთის ელიტაში უნდა დაებრუნებინა. აქ ყოფნისას ჩემპიონთა ლიგის მოგებში მას ხელი ”ბარსელონამ” შეუშალა. ვნახოთ, გამოუვა თუ არა კარლოს აღნიშნული ტურნირის მოგება ეხლა უკვე ახალ კლუბში. dle 10.1

  • shvela
  • 26 ივნისი 2013
  • 1616
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)