ანჩელოტის ამოცანები

ანჩელოტის სამეფო კლუბში იდეალური სიტუაცია არ ხვდება და მას წარმატების მისაღწევად რამდენიმე ამოცანის შესრულება მოუწევს.


1) გუნდში სიტუაციის დალაგება.
დროს გუნდის ფეხბურთელები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი, ზოგი მოურინიოს აქტიური მხარდამჭერი იყო, ზოგი კი აქტიურად აკრიტიკებდა მას. კარლოს მოუწევს გუნდის ერთ მუშტად შეკვრა.

2) გუნდის გადახედვა
ანჩელოტიმ აუცილებლად უნდა მიაწოდოს პერესს იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მას აღარ დასჭირდება სამეფო კლუბში.

3) კაკასა და იგუაინის მომავალი
იგუაინმა უკვე განაცხადა, რომ რეალის დატოვებას აპირებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მისი ტრანსფერი. იმ შემთხვევაში, თუ კარლოს პიპიტა სჭირდება პერესს რთული სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რადგან გონსალო ძალიან არის არსენალში გადასვლასთან. კაკა ანჩელოტის ხელში გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ყველა ფიქრობს, რომ სწორედ მის ხელში უნდა აღიდგინოს ძველებური ფორმა ბრაზილიელმა, თან ანჩელოტის ძველი მეგობრები დასჭირდება რეალში სიტუაციის დასალაგებლად, მიუხედავად ამისა კაკას საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

4) ახალი შენაძენები
ანჩელოტის შეუძლია პერესს თავისუფლად სთხოვოს ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა, ალბათ მან უკვე იცის რომელი მოთამაშეებით უნდა გააძლიეროს გუნდი.

5) რონალდოსა და ჩაბის კონტრაქტების გახანგრძლივება
მადრიდის რეალის ორ ლიდერს, ალონსოს და რონალდოს მალე კონტრაქტი ამოეწურებათ, ანჩელოტიმ დიდი როლი უნდა შეასრულოს მათი ხელშეკრულების გახანგრძლივებაში.

6) დიეგო ლოპესი თუ კასილასი? ვარანი თუ პეპე?
ერთი რამ გადაწყვეტილია, იკერი დაიბრუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. პეპე და ვარანი კი მონაცვლეობით ითამაშებენ.

7) უფრო სანახაობრივი სათამაშო სტილი
მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს გაწვრთნილი რეალი უხვგოლიანობით გამოირჩეოდა, ვერ დავიკვეხნიდით, რომ სანახაობრივი ასპარეზობით აწონებდა გულშემატკივარს თავს. კარლოს ხელში რამდენიმე კრეატიული ნახევარმცველი იქნება მათ შორის: ოზილი, ისკო და მოდრიჩი, შესაბამისად მან უნდა მოახერხოს და გუნდს უფრო მეტად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი ათამაშოს.

8) მეათეს მოგება
მისი მთავარი ამოცანა კი მადრიდის რეალისათვის მეათე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება იქნება. dle 10.1

  • SunSay
  • 26 ივნისი 2013
  • 3142
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (242)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)