ვენგერი: "ჩვენი ინტერესი ძალიან დიდია"

არსენ ვენგერის განცხადებით, გონსალო იგუაინი აუცილებლად უნდა გადავიდეს ლონდონის არსენალში, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც პიპიტას მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდად აქცევს...


„მერწმუნეთ, არგენტინელში უდიდესი პოტენციალი დევს, რომელიც მანდ მადრიდის რეალში ასპარეზობისას სრულიად ვერ გამოავლინ.“

„გონსალო იგუაინს შეუძლია ძალიან დიდი გუნდის უდავო ლიდერი გახდეს, ეს გუნდი კი სწორედ ლონდონის არსენალია.“

„ხელმძღვანელობას რამდენჯერმე ვთხოვე ტრანსფერის გაჩარხვა, ისინი ყველაფერს აკეთებენ ფლორენტინო პერესსთან შეთანხმების მისაღწევად, ჩვენი გუნდი მზად არის სარეკორდო თანხა გადაიხადოს არგენტინელი მოთამაშის სანაცვლოდ.“

„ვთვლი, რომ პიპიტამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა რეალის დატოვება, მან „ბლანკოსში“ უდიდესი გამოცდილება მიიღო, რომელიც სხვა გუნდში თამაშისას უდიდეს დახმარებას გაუწევს.“

„არსენალი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რომელიც გუნდის სამომავლო გეგმების საფუძველი იქნება, მთავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა გონსალო გახლავთ, მის გარდა კი არიან კანდიდატები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ და დიდ სტრატეგიულ გათვლებს ვაკეთებთ.“

„მსურს პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება. 2003 წლის არსენალი გაიხსენეთ, ჩვენ მაშინ ფორტუნამ გვიმუხთლა და სწორედ ამიტომ დავჯერდით მხოლოდ პრემიერ ლიგის მოგებას, მაშინ ჩემპიონთა ლიგის უდავო ფავორიტები გახლდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ფონს ბოლომდე გასვლა, თუმცა შიდა ჩემპიონატში საოცარი სერია გვგქონდა, ყველა აღიარებს, მაშინდელი გუნდი მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ივნისი 2013
  • 2014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)