ხესე: "მოუსგან მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი"

ხესე როდრიგესმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში წარმატებით გამოდის, AS-თან საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


ახლა შენი სახელი ყველა ესპანელს პირზე აკერია, რამეთუ გახსნით შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზე და დუბლიც გაიფორმე, წინ კიდევ უკეთესი მატჩები გელის...

დიახ, ის, რომ გახსნითი მატჩი ასეთი გამარჯვებით დაიწყო, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ჯგუფში კიდევ ორი რთული მატჩი გველის წინ. გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა მე მაქვს იმის განცდა, რომ კიდევ უფრო უკეთ შეგვიძლია თამაში.

როგორ გრძნობ თავს ფიზიკურად? 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ რთული და მომქანცველი სეზონის შემდეგ გაემგზავრე. ლოპეტეგუიმ მეორე ნახევარში მოედნიდანაც კი გაგიყვანა...

მაგ დროისთვის უკვე სოლიდური ანგარიშით ვიგებდით და ისღა დაგვრჩენოდა მატჩი ყოველგვარი გართულების გარეშე დაგვესრულებინა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩები სულ სხვაგავრად მიმდინარეობს და უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, ბევრად მეტია სათამაშო ტემპი, შესაბამისად დაღლა შემეტყო, ეს მწვრთნელმა შეამჩნია და მაგიტომ გადაწყვიტა ჩემი მოედნიდან გაყვანა.

თქვენ სეზონი "კასტილიის" საუკეთესო მეგოლედ დაასრულეთ, აგრეთვე დაამხეთ ემილიო ბუტრაგენიოს რეკორდი. გაქვთ იმედი იმისა, რომ იგივეს გააკეთებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე?

რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ამას შევძლებ, თუმცა ინდივიდუალური ტიტულები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს კოლექტიური ტურნირია და ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას. არ მაინტერესებს ვინ გაიტანს გოლებს, მთავარია დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

როგორ ფიქრობ, თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ფლორენტინო პერესი თვალს ადევნებს თქვენს ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატზე? თუ ასეა, თქვენი მომავალი ალბათ ნათელი გახდება.

მომავალი ისედაც ნათელია. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს არ უნდა, რომ კლუბი დავტოვო. რა თქმა უნდა, მეც მსურს მადრიდის "რეალში" გავაგრძელო თამაში. მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. კლუბს ჯერ კიდევ არ ჰყავს მწვრთნელი, ჯერ არ განხორციელებულა ტრანსფერები და თავისთავად ძალიან ადრეა რაიმე დასკვნების გამოტანა. ამ წუთას, მე მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ, რომელიც ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თუკი ტურნირზე თავს გამოვიჩენ, ეს თავისთავად ჩემს მომავალზეც აისახება.

როგორ გირჩევნია - დარჩე მადრიდში და იშიათად გამოხხვიდე მოედანზე, თუ წახვიდე საზღვარგარეთ და გქონდეს რეგულარი სათამაშო დროს, ვთქვათ, როგორც ეს კარვახალმა გააკეთა?

კარვახალისთვის გერმანიაში წასვლა წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა, თუმცა მე და დანი განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. ის მარჯვენა მცველია, ხოლო მე ფორვარდი. მან ადვილად გაიარა ადაპტაცია გერმანიაში და თავისი კვალი დატოვა "ბუნდესლიგაში". მე კი უნდა ვეცადო ჩემი ძლიერი მხარე აქ წარმოვაჩინო და ადგილი მადრიდის "რეალში" დავიმკვიდრო.

არ გეშინია იმის, რომ ახალი მწვრთნელი წინამორბედების მსგავსად ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას "კასტილიას"?

"რეალი" დიდი კლუბია და აქ გადაწყვეტილებებს ისე იღებენ , როგორც საჭიროა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა ახალგაზრდებს, რადგან გუნდმა გაიფორმა მოურინიო და რამდენიმე ვარსკვლავი. კლუბი გადაწყვეტილებეს თავად იღებს. არ ვიცით, რა იქნება ახლა.

მოურინიო რეგულარულად ესწრებოდა "კასტილიის" მატჩებს. როგორ ფიქრობ, მას უნდა მიეცა ახალგაზრდებისთვის მეტი სათამაშო დრო?

ვისაც კი ცოტათი მაინც გაეგება ფეხბურთის, ეცოდინება, რომ ჩვენ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდით. ეს ყველასთვის ნათელი იყო. მაგრამ ამას ყველა თუ ხედავს , გარდა პირველი მწვრთნელისა, მას მაშინ პატივი უნდა ვსცეთ(ირონიულად). არ ვიცით ვინ იქნება ახალი მწვრთნელი და შესაბამისად რა შეხედულებები ექნება. ამას კი მაშინ ვნახავთ, როცა "რეალს" ახალი თავკაცი ჩაუდგება სათავეში.

მაგრამ თქვენ სავიზიტო ბარათი დატოვეთ - "კასტილიის" საუკეთესო მეგოლე და ბუტრაგენიოს დამხობილი რეკორდი...

ამ რეკორდის დამხობა ჩემთვის საოცრება იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალზედ რთული იყო, რადგან ადვილი არაა "სეგუნდა დივიზიონში" ამდენი გოლის გატანა, მითუმეტეს, როცა სადებიუტო სეზონი გაქვს. მაგრამ გასული სეზონის საუკეთესო მიღწევა ჩემთვის ის იყო, რომ "კასტილია" საოცრად განვითარდა. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა სეზონის დასასრულს კარგ ფორმაში შევედით და ამ ეტაპზე ჩვენთვის სასურველი ადგილი დავიკავეთ. სეზონის ასეთი დასასრული თითოეული ფეხბურთელისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ "კასტილიაში" საკმაოდ პერსპექტიული ახალაგზრდა ფეხბურთელები ირიცხება. როგორ ფიქრობ, კარგი სარეზერვო გუნდია?

რა თქმა უნდა. მე ბევრი საკმაოდ ნიჭიერი თანაგუნდელი მყავს. განსაუთრებით გამოვყოფ მორატას. იმედი მაქვს, რომ ის პირველ გუნდშიც დაიმკვიდრებს ადგილს. აგრეთვე გამოვარჩევდი ჩერიშევს, რომელიც დიდებული მოთამაშეა. ძალიან კარგი იყო ხუანფრანი, რომელიც "ბეტისში" წავიდა. "კასტილია" არის იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებიც წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

რა როლი აქვს ალბერტო ტორილს თქვენს განვითარებაში?

ტორილი და კარანკა ჩემს კარიერაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ტორილი ყოველდღე ჩემთანაა, ყოველთვის მარიგებს, ისეთ რაღაცეებს მასწავლის, რაც არ ვიცი. რაც მთავარია, ის უდიდეს მხარდაჭერას მიცხადებს, ყველაფერი ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. ის უდიდესი მწვრთნელია და ეს გასულ სეზნებშიც დაამტკიცა.

რა ისწავლეთ პირველი გუნდის მოთამაშეებისგან- მაგალითად კრიშტიანოსგან?

ძნელია კონცეტრირება, როცა მასთან ერთად ვარჯიშობ, უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან. ძალიან ბევრი რამაა, რაც მისგან ვისწავლე და ვსწავლობ. აგრეთვე სხვებისგანაც, მაგალითად ბენზემასგან, ოზილისგან და რამოსისგან.

რომელი ფეხბურთელი გაძლევს საუკეთესო რჩევებს?

ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა ამქვს, მაგრამ განსაკუთრებით რამოსთან, მორატასთან, კასილიასთან და ალონსოსთან. როცა პირველ გუნდში მიწევს ყოფნა,ყველაზე მეტ რჩვეა-დარიგებას რამოსი მაძლევს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)