ფლორენტინო: "ანჩელოტი ჩვენია"

ფლორენტინო პერესმა "მადრიდის რეალსა" და მის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციებზე ისაუბრა.


ანჩელოტი: "როგორც დღეს არსებული სიტუაციიდან ჩანს, ყველაფერი ოთხშაბათს დალაგდება. დღეს კარლოს ჩვენთან შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. "პსჟ"-მ უნდა გამოაცხადოს ოფიციალურად მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, რომლის შემდეგაც ანჩელოტის ექნება საშუალება გადმოვიდეს მადრიდში. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი სასურველი მწვრთნელი ანჩელოტია. გარდა ამისა, "პსჟ"-მ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, "პსჟ"-მ მიაღწია შეთანხმებას კარლოსთან და მან უკვე მისი შემცვლელიც კი იპოვა ბლანის სახით."

ისკო: "ერთადერთი რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები მისი შეძენით. მას უდიდესი პოტენციალი აქვს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელად ყოფნისთვის, ამავდროულად თავად მას სურს "მადრიდის რეალში" თამაში და თვითონ "მადრიდის რეალსაც" სურს ის. მოდით , სიმართლე ვთქვათ, მე ასეთი რამ ფეხბურთელზე არასდროს არ მითქვას. ისკო ესპანეთის დიდებული ფეხურთელია და სამწვრთნელო შტაბს ესმის, რომ მას აქვს ის პოტენციალი, რომელიც "მადრიდის რეალში" თამაშისთვისაა საჭირო. ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, მაგრამ ვიცი, რომ ის გახარებულია და ელის ჩვენთან გადმოსვლას. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგოც მიდის, მალე ამ ტრანსფერსაც ოფიციალურად გამოვაცხადებთ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ მოხდება."

მხსნელი: "არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ მხსნელის რანგში ვარ აქ მოსული. 2000 წელს როდესაც მოვედი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიყავით და იქიდან მოვახერხეთ ამოსვლა. მერე მე ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე და წავედი. ეხლა კი იმისთვის ვარ მოსული, რომ კლუბის ინსტიტუციონალურად გავმართო."

ღირს თუ არა ბეილი 90 მლნ?: "ფეხბურთელი არასდროს არ ღირან ან იაფი, ან ძვრი. ყველაფერი მათ მიერ ნაჩვენებ თამაშზეა დამოკიდებული. ფიგუ, ზიდანი, რონალდო და ბექჰემი უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ და სწორედ ეს ფეხბურთელები დაგვეხმარნენ კრიზისიდან გამოსვლაში. თუ დიდ ფეხბურთელში ჩადებ ფულს, უფრო მეტი შემოსავალი გექნება. ეს ყველაფერი კი გვეხმარება, რომ უფრო დიდი და დიდებული ფეხბურთელები მოვიზიდოთ."

ტიაგო: "მხოლოდ მაშინ, თუ მწვრთნელმა თქვა, რომ ის "მადრიდის რეალისთვის" საჭირო იქნება."

"ბარსას" მოდელი: " "ბარსას" კარგი საკუთარ კედლებში გაზრდილი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასეთი ფეხბურთელები იქნებიან და ყოველთვის თავიანთი აღსაზრდელებით გავლენ ფონს."

გუნდოგანი: "არანაირი შეხება არ გვქონია. "დორტმუნდის ბორუსიასთან" დიდებული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს."

წყარო: Marca და As
dle 10.1

  • shvela
  • 24 ივნისი 2013
  • 2902
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)