ტოტენჰემი და რომა რუუდისთვის იბრძოლებენ

რუუდ ვან ნისტელროიმ მოირჩინა ტრავმა, თუმცა ვეღარ ხვდება მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში და მას შეცვლებზეც იშვიათად უწევს გამოსვლა. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით ტოტენჰემის ხელმძღვანელობას გაუჩნდა იმედი, რომ შეძლებენ ჰოლანდიელი გოლეადორის გადაბირებას.


მოგეხსენებათ ინგლისური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა ვან გოლის შეძენას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ტოტენჰემთან ერთად ნისტელროის სამსახურით დაინტერესებულია იტალიური რომაც.

თავად ფეხბურთელმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "იანვრიდან სავარაუდოდ მივიღებ წინადადებებს სხვადასხვა კლუბებიდან და ვეცდები განვიხილო ყველა მათგანი, აგრეთვე ვითანამშრომლებ მადრიდის რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თუ კლუბი წინააღმდეგი არ იქნება, ვინაიდან მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ტრავმისგან სრულიად განვიკურნე და ახლა ყველაზე მთავარია დავუბრუნდე ძველებურ კონდიციებს, უნდა დავამტკიცო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში."

ინფორმაციის წყარო: Goal.Com dle 10.1

  • SunSay
  • 8 ნოემბერი 2009
  • 2666
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)