ფლორენტინოს უახლოესი ამოცანები

2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესი, მეოთხედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი.გამომდინარე იქედან, რომ არჩევნებზე 1-ის მეტი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, პირველი პირისთვის განკუთვნილი სავარძლის ბატონ-პატრონი, ავტომატურად გახდა დონ პერესი.


აღნიშნულ სტატიაში, "ახლადარჩეული" მეთაურის უახლოეს ამოცანებს გაგაცნობთ.

სპორტული დირექტორი
მოურინიოს წასვლის შემდეგ, "ბლანკოსში" მენეჯერის ინსტიტუტი გაუქმდა (ინგლისურ ფეხბურთში, მენეჯერი, ანუ იგივე მწვრთნელი, ფეხბურთელების დარიგების გარდა, სპორტული დირექტორის ფუნქციებსაც კისრულობს).ხსენებულ თანამდებობაზე, უარი თქვა ზიდანმაც.აქედან გამომდინარე, პერესი ახალი კადრის ძიებაშია.

აიტორ კარანკა
მისტერ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა როლს ითამაშებს ბასკი "რეალის" მომავალ ცხოვრებაში.აიტორს, კონტრაქტით კიდევ 3 წელი აქვს გასატარებელი მადრიდში.მოურინიო უარს არ იტყოდა მის "ჩელსიში" წაყვანაზე, თუმცა საბოლოო სიტყვა ოფიციალურმა მადრიდმა უნდა თქვას.ის, რომ კარანკა ასისტენტი აღარ იქნება, ამას წყალი არ გაუვა.სრულიად შესაძლებელია, ყოფილი მადრიდელი საფეხბურთო აკადემიის რომელიმე გუნდის თავკაცად მოგვევლინოს.

ზინედინ ზიდანი
ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული ზიზუს ფუნქცია სამეფო კლუბში.დიდი ალბათობით, ფრანგი "ახალი აიტორ კარანკა" გახდება.

კრიშტიანუ რონალდუ
პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც 2015 წლის ზაფხულში იწურება, ფლორენტინოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა.მისი სურვილია, რომ რონალდუ რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩეს კლუბში, თუმცა მხარეები ვერადავერ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.მეტიც, რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, კრიშტიანუმ დასძინა, რომ ყველა სიახლე, რომელიც მისი ხელშეკრულების განახლებას ეხებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ახალი მწვრთნელი
სამეფო კლუბის შერჩეული ჰყავს ახალი დამრგებელი, თუმცა კარლო ანჩელოტიმ ვერ მოაგვარა საქმეები "პსჟ"-სთან.პარიზული კლუბის არაბი მასპინძლები, არ ჩქარობენ იტალიელის ბედის გადაწყვეტას, თუმცა როგორც პრესაში იწერება, ყველაფერი დროის საკითხია.ამიტომაც, როდესაც "რეალის" მომავალ მწვრთნელზე საუბრობენ, მხოლოდ კარლიტოს გვარი მუსირებს.

კაკა
მადრიდული გრანდისათვის, ბრაზილიელის ხელფასი, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.როგორც იცით, "რეალის" ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მონაწილე, რონალდუსავით, წელიწადში 10 მლნ. იღებს.სწორედ მისი სახელფასო ჭერი აშინებს კაკას პოტენციურ მყიდველებს.მეორე საკითხია, ანჩელოტის მოსვლის შემთხვევაში, რამდენად გაუშვებენ სამხრეთ ამერიკელს კლუბიდან, თუმცა ერთი ფაქტია, თუ რიკარდო წავა, რონალდუსთვის ჰონორარის მომატება, რეალური გახდება.

გონსალო იგუაინი
არგენტინელი ფოვარდის სატრანსფერო მდგომარეობა, დროებით გაიყინა.თითქოსდა გადაწყდა მისი "იუვეში" ასპარეზობა, თუმცა როგორც წერენ, კლუბები ფასზე ვერ თანხმდებიან.იტალიელი 22 მლნ. იხდიან, ხოლო მადრიდელები კი 30 ითხოვენ.ამ ეტაპისათვის, იგუაინი მადრიდში რჩება

ტრანსფერები
ჯერჯერობით მცირე იმ ფეხბურთელების რიცხვი, რომლებიც აპირებენ კლუბის დატოვებას.რიკარდუ კარვალიუსა და მაიკლ ესიენის შემდეგ, "რეალიდან" გადაბარგებას, კალეხონს, ადანსა და ხესუს უნიწასწარმეტყველებენ.

რაც შეეხება მომსვლელებს, მათ რიგებში დიდი გვარები ფიგურირებენ: ბეილი, კავანი, სუარესი, ისკო და ა.შ.ამ დროისათვის, კონკრეტული შეთავაზებები არ არსებობს, თუმცა ნეიმარს "კულეთა" რიგებში გადასვლის შემდეგ, ფლორენტინომაც უნდა თქვას თავისი სიტყვა სატრანსფერ ბაზარზე.

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)