ჩელსი დი მარიას სანაცვლოდ 28 მილიონს ამზადებს

მას, შემდეგ რაც ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსის მწვრთნელი გახდა, არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი თავკაცი მომავალ სეზონს ანხელ დი მარიასთან ერთად დაიწყებს...


Daily Mirror-ის ცნობით რომან აბრამოვიჩს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ანხელიტოს შეძენა და ტრანსფერისთვის 28 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს.

„რეალმა“ არგენტინელი წინახაზელი რამდენიმე წლის წინ 25 მილიონ ევროდ შეიძინა, ამის შემდეგ კი თავად ფეხბურთელმა კოლოსალური გამოცდილება მიიღო უმაღლეს დონეზე თამაშის, აქედან გამომდინარე რამდენად მოახერხებს რუსი ოლიგარქი 3 მილიონით მეტად მის შეძენას, სხვა საკითხია.

ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დი მარიას გარდა ჟოზეს ლუკა მოდრიჩის წაყვანაც სურს, თუმცა ესპანეთში დაირხა ხმა იმის შესახებ, რომ ხორვატი ნახევარმცველი მომავალ სეზონს აუცილებლად „ბლანკოსში“ გაატარებს.

სამეფო კლუბს სავარაუდოდ მალე ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს, რომლის აზრსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით. თუკი სპეციალისტმა იგი საკუთარ კოლექტივში მოისაზრა, მაშინ პერესი არგენტინელის არაფრის დიდებით არ შეელევა. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივნისი 2013
  • 1722
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)