კასილასი AS-სთან

იკერ კასილასი AS-სთან დერბიზე საუბრობდა.


- რას ფიქრობთ "ატლეტიკოსთან" მატჩზე?
ამ სეზონში ეს მათჩი ჯერ-ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გულშემატკივარი დერბიზე უფრო დიდი შემართებით არის განწყობილი და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათ გასახარებლად.

- "ატლეტიკო" ახლა კრიზისშია. კარგია თუ არა, რომ თქვენ მათ ამ სიტუაციაში ეთამაშებით?
ეს შეიძლება ცუდიც იყოს, რადგან გუნდს ჰყავს ახალი მწვრთნელი და გუშემატკივარი ითხოვს იმის გამოსწორებას, რაც წინა ტურებში მოხდა. ეს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ვისენტე კალდერონზე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ წამიგია.

- ეს არის სტადიონი სადაც თქვენ თავი ძალიან ძლიერ მეკარედ წარმოაჩინეთ...
ჩვენ მაშინ 3-1 დავმარცხდით, თუმცა მე მაშინ მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე და გოლი არ გავუშვი.

- თქვენ კალდერონზე ყოველთვის კარგად თამაშობთ...
ეს სტადიონი ბერნაბეუს შემდეგ ჩემთის ყველაზე საყვარელია. მე პირველად აქ გამოვიჩინე თავი და მას მერე ძალიან მომწონს კალდერონი.

- წარმოუდგენლად მიგაჩნიათ "ატლეტიკოს" ახლანდელი პოზიცია?
რა თქმა უნდა. მე მინდა, რომ ამ კლიუბმა ჩემპიონობისვის იბრძოლოს. რადგან "ატლეტიკოს" ამის ძალიან დიდი პოტენციალი აქვთს.

- ასენხო კარგ მეკარედ ჩმოყალიბდება?
მე ამაში დარწმუნებული ვარ. სერხიო სულ რაღაც 20 წლის არის და მან კარგად იცის თავისი საქმე. იგი არასოდენს იბნევა და არ აძლევს მოწინააღმდეგეს გოლის გატანის შანსს. ვფიქრობ სერხიო ასენხო ძალიან კარგ მეკარედ ჩამოყალიბდება.

- როგორ ფიქრობთ შეძლებს ეს მეკარე თქვენისთანა რეზულთატის ჩვენებას?
შესაძლოა. როდესაც მე მადრიდიში პირველად გამოვედი, თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სერხიო ძალიან მგავს.

- რას ფიქრობთ კიკო სანჩესზე როგორც მწვრთნელზე?
იგი ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა დღეს გამოჩნედბა მის პროფესიონალიზმი.

- გსურთ თუ არა, რომ ლუის არაგონესი "ატლეტიკოს" მწვრთნელი გახდეს?
ლუისს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. მისი ხილვ ნებისმიერ კლუბში ძალიან სასიამოვნო იქნება.

- რას ფიქრობთ ფორლანსა და აგუეროზე?
ფორლანი შეუდარებელი თავდამსხმელი. მან თავი მხოლოდ ამ კლუბში გამოიჩინა რადგან ყველა კლუბში, სადაც იგი თამაშობდა მას დროს არ აძლევდნენ. რაც შეეხება აგუეროს იგი ძალიან ზლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩემი აზრით ამ ორი თავდამსხმლის ყველა გუნდს უნდა ეშინოდეს.

- რომელი უფრო სახიფატოა?
ეს ძალიან რთული სათქმელია. აგუერო ძალიან სწრაფია. ფორლანს კი ძალიან სახიფათო დარტყმა აქვს.

- მადრიდის "რეალმა" თამაში მაგოასწორა "ალკონკორის" შემდეგ...
ასეთი რამ ხშირად ხდება ფეხბურთში, თუმცა სეზონის ბოლოს ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ.

- ვინ ეხმარება რეალის დაცვას ყველაზე მეტად?
აღსანიშნავია ის, რომ რაული ყოველთვის დიდ სამსახურს ასრულებს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში. სწორედ მას უნდა მიბაძონ ისეთმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ბენზემა, იგუაინი და გრანერო.

- როგორ გრძნობს თავს კრიშტიანო რონადო?
იგი თავს ცუდად გრძნობს, რადგან ძალიან უნდა გუნდს დაეხმაროს, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 7 ნოემბერი 2009
  • 1593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)