არბელოა: "ყველამ თავის გულში ჩაიხედოს"

ალვარო არბელოა საკმაოდ თვითკრიტიკული იყო ჟოზე მოურინიოზე საუბრისას.


ალვარო არბელოამ გააკრიტიკა, როგორც თავისი თავი, ასევე მისი თანაგუნდელები იმის გამო, რომ ბოლო წლის მანძილზე ბევრი მათგანი პირად ინტერესს აყენებდა კლუბის ინტერესებზე წინ და საკმაოდ ამპარტავნად იქცეოდნენ ჟოზე მოურინიოსთან მიმართებაში.

"ბევრი ჩვენგანი ტყავიდან ძვრებოდა იმისთვის, რომ პრესაში ცუდად არ გამოჩენილიყო, ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებდით. ამ ჯგუფში მართლაც რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, მაგრამ ხშირად იყო შემთხვევები, როცა არც თუ ისე კარგად ვიქცეოდით."

"სწორედ ბევრმა ჩვენმა საქციელმა გამოიწვია ის, რომ კლუბი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. იმედი მაქვს ამ შეცდომებს გავითვალისწინებთ მომავალი წლისთვის და ახალ მწვრთნელთან ურთიერთობისას. ახალ მწვრთნელს გვერდით უნდა დავუდგეთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს , ვინაიდან სწორედ ჩვენ თუ დავეხმარებით ურთიერთს, თორემ გარედან თავისით არაფერი არ მოვა."

არბელოასთვის მოურინიომ გააკეთა ყველაფერი , რათა "მადრიდის რეალს" უწინდელი დიდება დაებრუნებინა და საკუთარ ადგილზე დაბრუნებულიყო და ყველაფერს აკეთებდა ტიტულების მოსაგებად, განსხვავებით რამოდენიმე მადრიდისტასგან. არბელოა მათ ანალოგიურის გაკეთებას ურჩევს:

"მე ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ კლუბისთვის ნამდვილი სახის დაბრუნება და ჩვენვე ჩავიგდეთ თავი ასეთ ცუდ სიტუაციაში. გვყავდა მწვრთნელი, რომელიც პირადი ინტერესების წინ "მადრიდის რეალის" კეთილდღეობას აყენებდა, რაც ხშირად იწვევდა რამოდენიმე ფეხბურთელის პრესტიჟისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ მე არამგონია რომ ამ კლუბში ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომლისთვისაც პირადზე წინ კლუბი იდგას. ჩემით დავიწყოთ, მე მინდა, რომ კლუბში ყველაფერი კარგად იყოს მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყო კარგად და ამის შემდეგ კლუბის იყოს კარგად. ასე იყო სხვების შემთხვევაშიც."

"სამარცხვინოა, რომ მწვრთნელი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში აქვს ნამუშევარი და რომელსაც ყველაგნ ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული, ჩვენგან არც თუ ისე კმაყოფილი მიდიოდეს. იმ შემადგენლობით, რაც მას ყავდა, მწვრთნელს ბევრი რამე უნდა მოეგო, მაგრამ ეს არ მოხდა და ამაში დამანაშავე თითოეუი ჩვენგანია."

"მინდა, რომ ახალი სეზონი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. წლევანდელი სეზონი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, განსაკუთრებით კი მისი ბოლო პერიოდი. იყვნენ ადამიანები, რომელსბაც არ მოსწონდათ მწვრთნელის გააწყვეტილებები და ისინი დაფასებული მოთამაშეები არიან. მათ სურდათ, რომ მწვრთნელს გულშემატკივრების მოთხოვნები გაეთვალისწინებინა. სამარცხვინოა, რომ სიტუაცია სხვანაირად ვერ მოვაგვარეთ." dle 10.1

  • shvela
  • 1 ივნისი 2013
  • 3357
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)