გუტი: „მოურინიომ მადრიდისტები გაგვაოცა“

„რეალის“ ლეგენდარული ნახევარმცველი გუტი, სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.


„ვფიქრობ, მადრიდისტები გაოცებულნი არიან მოურინიოთი.ჩვენ გაცილებით მეტს ველოდით მისგან.განვლილი სეზონი, ერთ-ერთი წარუმატებელია ბოლო წლების განმავლობაში.როდესაც საფეხბურთო წელი კრახით სრულდება, ამას, ყველაზე მეტად, მთავარი მწვრთნელი უნდა შეეგუოს.“

„ვერაფერს გეტყვით გასახდელში არსებულ სიტუაციაზე, რამეთუ იქ არ ვარ, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება, როდესაც მწვრთნელს კიდევ 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და უფერული სეზონის შემდეგ ის გუნდიდან გარბის, ეს დეზერტირობაა (ადამიანი, რომელმაც თავი აარიდა სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას) სხვა თუ არაფერი.“

„პეპეს, რონალდუსა და კასილიასი ბოლო კომენტარებმა, ცხადყო, რომ არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა კლუბში.ჟოზეს ნებისმიერ კლუბში შეუძლია წარმატების მიღწევა.ვფიქრობ, რომ დარჩენის შემთხვევაში, ის აუცილებლად ავიდოდა „ბლანკოსთან“ ერთად მაღალ მწვერვალზე.“

„ხელმძღვანელობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ახალი დამრიგებლის დანიშვნასთან დაკავშირებით, პატივი უნდა ვცეთ.ყველაზე მთავარი ის არის, რომ მომავალმა მწვრთნელმა, გამარჯვებისკენ უნდა მიგვიყვანოს.შესაძლებელია, ეს პოსტი კარლო ანჩელოტის ჩააბარონ.ეს ჯერ უცნობია, მაგრამ იმედია, ვინც არ უნდა მოვიდეს, ლამაზ ფეხბურთს შემოგვთავაზებს გუნდი.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)