ანჩელოტის და ზიდანის თერთმეტეული

როგორც მოგეხსენებათ ზინედინ ზიდანი მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს. იგი ანჩელოტის დაეხმარება ახალი გუნდის შენებაში.


ვარსკვლავური გუნდის შესაქმნელად მადრიდის "რეალს" დასჭირდება 3 ტრანსფერის განხორციელება. პირველ რიგში ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დანი კარვახალის მშობლიურ კედლებში დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ეს უკანასკნელი "ლევერკუზენში" გადავიდა და წლის საუკეთესო მარჯვენა მცველი გახდა. სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშებს მომავალი სეზონიდან კარვახალი, თუმცა ამჯერად მადრიდის "რეალის" მაისურით.

რაც შეეხება ძირითადი შემადგელობის დანარჩენ სამ მცველს, ესენი იქნებიან, მარსელო, რამოსი და ვარანი. სამივე მოთამაშემ დიდებული სეზონი ჩაატარა, თუმცა იყო უმძიმესი ტრავმებიც. ყველაფრის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მათზე დიდ იმედებს ამყარებს და სწორედ ისინი იქნებიან სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო ალბიოლს, არბელოას და პეპეს ბლანკოსი თადარიგში ტოვებს, მაგრამ მათ აუცილებლად მიეცემათ შანსები.

ზიდანის უმთავრეში მიზანი და სურვილი გარეთ ბეილის გადმობირებაა. მისი აზრით, ბეილის ყიდვით სამეფო კლუბის შეტევებს მოემატება, სისწრაფე, სიზუსტე, სიძლიერე და მომენტების უფრო მეტად გამოყენება. ფლანგებზე სწორედ უელსელი ფეხბურთელი და "რეალის" ამჟამინდელი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო განლაგდებიან. ნახევარდაცვის ცენტრს კი მესუთ იოზილი, ხაბი ალონსო და ლუკა მოდრიჩი გაამაგრებენ.

ცენტრალური ფორვარდის საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. გადაწყვეტილია რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს გამოეთხოვება გონსალო იგუაინი და მის ადგილს ედისონ კავანი დაიკავებს, თუმცა გადაწყვეტილი არ არის თუ ვინ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, რადგან ბლანკოსის შემადგენლობაში რჩებიან კარიმ ბენზემა და ალვარო მორატა.

2013-2014 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობა: კასილასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ალონსო, მოდრიჩი, ოზილი, ბეილი, რონალდო და კავანი (ან ბენზემა). dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)