ფლორენტინო Cadena SER-თან

”მადრიდის რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა Cadena SER-ის ჟურნალისტთან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.


ნეიმარი: ”სამი წლის წინ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ფეხბურთელი შეგვეძინა და გვსურდა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ მაშინ კლუბმა არ მისცა მას საშუალება წასულიყო და ჩვენც თავი დავანებეთ. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა მინდა აქედანვე გითხრათ, რომ 150 მლნ. ევროს ფარგლებში დაგვიჯდებოდა. ჩვენ ველაპარაკებოდით ყველას, ვისთანაც შეიძლებოდა მის ტრანსფერთან დაკავშირებით დალაპარაკება. არ ვიცი რამდენად შეიძინა ის ”ბარსელონამ”, მაგრამ ჩვენ ყველა ხარჯის გათვალისწინებით ეს ფეხბურთელი 150 მლნ. ევრო დაგვიჯდებოდა და კლუბის ეკოსისტემისთვის შეიძლება ეს ცუდიც ყოფილიყო.”

ტრანსფერები: ”მას შემდეგ, რაც კლუბში ახალი მწვრთნელი მოვა ჩვენ დავიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას. მანამდე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში დაველაპარაკებით ახალ მწვრთნელს და სწორედ ეს საკითხი არის ამ ეტაპზე მთავარი, ვინაიდან არ ვიცი როგორ დამიჯერებთ, მაგრამ ჯერ არავისთან არ მიგვიღწევია შეთანხმებისთვის და ნორმალურად არც არავის არ დავლაპარაკებივართ. ტრანსფერების საკითხში მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს ზიდანი. მინდა, რომ ერთ დროს ეს ადამიანი ”მადრიდის რეალის” მწვრთნელად ვიხილო. როცა ახალი მწვრთნელი მოვა, ის და ზიდანი ერთად დაილაპარაკებენ და გადაწყვეტენ, თუ ვინ უნდა გააძლიეროს კლუბი.”

ანჩელოტი: ”მომდევნო კვირამდე ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებთ.”

იურგენ კლოპი: ”მე მომწონს ის. კარგი მწვრთნელია. ბევრი ფიქრობს, რომ ის მოუხდება ”მადრიდის რეალს”, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი ფეხბურთელები უფრო ახალგაზრდები და სხვანაირები არაინ, ვიდრე ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელები.

ალბერტო ტორილი: ”ის დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ამჟამად მას თავად სურს იქ გაგრძელება, სადაც იმყოფება. მას შემოთავაზებები ქონდა სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ უნდა დარჩენა და ”კასტილიას” წინამძღოლობა.”

ფალკაო: ”ის იდეალური ფეხბურთელია. როგორც გავიგე ”მონაკოში” აპირებს გადასვლას.”

ლევანდოვსკი: ”ის კოპა დელ რეის ფინალის სანახავად იყო მოსული. მის ცხოვრებაზე ვილაპარაკეთ. არ ვიცი დაინტერესებულია თუ არა ლევანდოვსკი აქ გადმოსვლით.”

მოურინიოსთვის კომპენსაციის მიცემა: ”ჩვენ არაფრის გადახდა არ მოგვიწევს, გასარკვევია კარანკას საკითხი. ”მადრიდის რეალის” თითოეულმა ფეხბურთელმა პირად საუბარში მე მითხრა, რომ მოურინიოს ისინი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად თვლიდნენ.”

თითი ვილიანოვას თვალში: ”ბოდიშს ვუხდი ვილიანოვას ამისთვის”

მოურინიოს ძალა: ”ის ყველას ერთნაირად უყურებდა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი სხვადასხვა ხასიათისაა. ამ მწვრთნელისთვის მითითებები არასდროს არ მიმიცია.”

”ბარსელონა”: ”მედიის გამო ცხოვრება ძნელია, თორემ ”მადრიდის რეალს” და ”ბარსელონას” კარგი ურთიერთობა აქვთ.”

პრესტიჟი: ”ჩვენ ის არ დაგვიკარგავს. მწვრთნელს მე მითითებებს არ ვაძლევ. ერთადერთი რაშიც მოურინიო შეცდა და ის ამას პირადადაც აღიარებს არის ის, რომ შეუძლებელია 110 წლის ისტორიის შეცვლა.”

კრიშტიანო რონალდუ და მისი მოწყენილობა: ”არ ვიცი აქვს თუ არა მას შეთავაზება ”პსჟ”-სგან. მე , როცა მას ველაპარაკე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია მისი კარგად ყოფნისთვის. ცუდი დრო იყო მაშინ და მე მესმის მისი. მოურინიომ მე მირჩია, რომ რონალდუ არაფრის სანაცვლოდ არ გამეყიდა. ან როგორ უნდა გააკეთო ეს , როცა საუკეთესო ფეხბურთელი გყავს ხელში? კრიშტიანო რონალდუ სამაგალითო პიროვნებაა და მას არავისთან არ აქვს პრობლემები. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მე მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ დაფასებულ ფეხბურთელად ვაქციო, მინდა, რომ მისი ეს საუკეთოსოობა ფულად თანხებშიც იყოს გამოხატული.

ზიდანთან საუბარი: ”ეს ზოგადი საუბარი იყო. მას უყვარს ”მადრიდის რეალი”. ის ამას მთელი წლების მანძილზე აკეთებდა და ამტკიცებდა მოედანზე და ეხლა უკვე სხვა მხრივ დაამტკიცებს.”

დამატებით: ”მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, ზიდანი ფიქრობს, რომ ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხესე ”კასტილიადან”.

კაკას მომავალი: ”ამას ჩვენ ზიდანთან და მომავალ მწვრთნელთან ერთად გადავწყვეტთ. მათი წყალობით 400 მლნ.-ით მეტი ბრუნვა გვქონდა და სამწუხაროდ ასეთი ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ ტრავმების გამო. ამის შემდეგ მოვიდა იოზილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაკა დიდებული პიროვნებაა.”

კოენტრაუ: ”არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ თუ ვინმეს მისი შეძენა უნდა, შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევთ. მას კარგი სეზონი ქონდა.”

ხაბი ალონსო: ”ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გვერდითაა. მას კიდევ ერთი წელი დარჩა კონტრაქტის მიხედვით და ზიდანი ახალ მწვრთნელთან ერთად შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან რთული და ძნელია მისი შეცვლა. ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ჩვენთვის მომავალში, მაგრამ გვინდა , რომ ეს მომავალი ცოტა ხნით წინ წავწიოთ.”

იგუაინი: ” ”იუვენტუსს” არავინ არ დალაპარაკებია”

ლიგა: ”პირველი ოთხი თამაშის ცუდად დაწყების გამო საკმაოდ რთული გახდა შემდეგში მოტივირება. რაღაც არც ისე დიდი მონდომებით დავიწყეთ. რვა ქულა დავკარგეთ და ამის შემდეგ მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილების მიხედვით ცადა ფეხბურთელების მოტივირება, ვინაიდან არანორმალური სიტუაცია იყო.”

ისკო: ”ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სხვა ბევრი კარგი ფეხბურთელიც არსებობს. არ ვიცი გვჭირდება თუ არა ის.”

კარვახალი: ”მე ვფიქრობ, რომ მას დავაბრუნებთ. ის ერთ ერთუ ჩვენგანია”

ესპანელი ფეხბურთელები: ”ჩვენი მოვალეობაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მოვიყვანოთ.”

დელ ბოსკეს, რაულის, იეროს, კამაჩოს, მიჩელის დაკარგვა: ”დი სტეფანო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მას მოუწია წასვლამ. რა თქმა უნდა, ეს არავის არ მოეწონა მაშინ. თქვენ რაც ჩამოთვალეთ ეს სახელები ”მადრიდის რეალისთვის” საყვარელი ფეხბურთელები არიან.

დელ ბოსკეს დაბრუნება: ”ეს ”მადრიდის რეალია”. თუ მან დატოვა ეროვნული ნაკრები , მას აქ სიამოვნებით მიიღებენ.”

სტრუქტურა: ”ესაა კლუბი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს. Forbes-მა გვაღიარა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული კლუბი. საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა გავაგრძელოთ განვითარება. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა.”

ფეხბურთელებთან დამოკიდებულება: ”არ მიდნა მათ პირადს შევეხო, ამიტომაც მართთან ერთად ავტობუსში არასდროს არ ვმჯდარვარ.”

კასილასი: ”მე სულ ვთვლიდი, რომ კასილასი მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერი იყო. ანალოგიურ აზრზე გახლდათ მოურინიო, მაგრმა იმ დროისთვის მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ადანი სჯობდა მას და მის ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან კლუბში გადაწყვეტილებას მწვრთნელი ღებულობს. რაც შეეხება პრესას, მათ სურთად თავიანთი აზრით , რომ დახმარებოდნენ კასილასს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით გამოუვიდათ და უფრო მეტი ცუდი მოუტანეს.

სადილი კაპიტნებთან: ”ჩვენ მაშინ პრემიების საკითხს განვიხილავდით. სწორედ ეს იყო შეხვედრის მიზეზი. სხვა დამატებით ქვემიზნები არ ყოფილა. მე ფეხბურთელებისგან მოურინიოზე მხოლოდ კარგი მსმენია. ვიცი, რომ ის ყველაზე მეტს ითხოვს ფეხბურთელებისგან და თავად ფეხბურთელებიც მეუბნებოდნენ, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი მე არ მყოლია არასდროს. არასდროს არ უთქვამთ ფეხბურთელებს , რომ მას ძალიან ბევრ ძალაუფლებას ვაძლებდი. მათ ამის თქმა ჩემთვის არ შეუძლიათ. ფეხბურთელებმა იციან, რომ კლუბში დისციპლინა აუცილებელია და რომ აქ მთავარი მწვრთნელია.”

ხელახლა არჩევა: ”მე მინდა, რომ კიდევ რამოდენიმე წელი ვიყო ამ კლუბში. ოდესღაც მე წავალ, მინდა გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც თავს გადადებს ”მადრიდის რეალისთვის”. კლუბს 110 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის მანძილზე ის მოვიდა, ასე რომ როცა მე წავალ, ის ჩვეულებრივ გააგძელებს ცხოვრებას.”

ცოლის გარდაცვალება: ”მე უკვე იგივე ფლორენტინო პერესი არ ვარ. 41 წელი ვიყავით ჩვენ ერთად. ეხლა მე ჩემს ყველა შვილიშვილთან ერთად მივდივარ ფეხბურთის საყურებლად. დავდივართ და ვესწრებით, როგორც ”მადრიდის რეალის”, ასევე ”მადრიდის რეალ ბ”, ”მადრიდის რეალ ც”-ს და საკალათბურთო ნაკრების თამაშებს.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)