ისკო:" "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია"

ისკომ "რეალში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.


" ჩემი მომავლისთვის ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ ბევრს ვფიქრობ, რადგან სადაც არ უნდა გადავიდე სათამაშო დრო მჭირდება. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მოედანზე რამდენიმე წუთით თამაშში სიამოვნებას ვერ მივიღებ."

"მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუ არა საუკეთესო, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ფეხბურთის თამაშია. "ბარსელონა" თუ "რეალი"? არ ვიცი რომელი უფროა ჩემი სტილის. ორივე მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. "

"პელეგრინი ჩემი საფეხბურთო მამაა და რა თქმა უნდა მისი ხელმძღვანელობით თამაში მსურს. თუმცა უპირატესობას არავის ვანიჭებ. ყველაფერი მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული."

"მე "La Rosaleda-ს" გამოვეთხოვე, ეს ძალიან ამაღელვებელი წუთები იყო."

"მართალია, მქონდა შეხვედრა "რეალთან", მაგრამ ახლა ახალგაზრდულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. არავინ იცის რა მოხდება მომავალში."

"პრემიერ ლიგა? მე არ მაქვს კარგი დამოკიდებულება ინგლისური ფეხბურთის მიმართ."-განაცხადა ისკომ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" "მალაგას" ისკოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს და კალეხონს სთავაზობს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისკოს შეძენას მანჩესტერ "სიტი" გეგმავდა, რომელსაც სავარაუდოდ პელეგრინი ჩაუდგება სათავეში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)