დიეგო ლოპესი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

დიეგო ლოპესის სამსახურით დაინტერესებულნი არიან: მილანის, გალათასარაის, ლივერპულისა და მონაკოს წარმომადგენლები. ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია, სად ხედავს საკუთარ თავს.


მას მადრიდში მოურინიოს მეკარეს უწოდებენ, რადგან სწორედ ჟოზემ დააბრუნა ის რეალში კასილასის ტრავმის შემდეგ. მიუხედავად ბრწყინვალე ასპარეზობისა, დიეგომ იცის, რომ ელ კაპიტანოს კონკურენციას ვერ გაუწევს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ბლანკოსის ახალი მწვრთნელი, ანჩელოტი თუ სხვა, მისი ძირითადში დაყენების შემთხვევაში ისე დაასრულებენ, როგორც ეს ჟოზემ გააკეთა, რადგან ვერ გაუძლებენ გულშემატკივრების ზეწოლას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოპესს გაუჩნდა ამბიცია ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში და მეორეხარისხოვანი მეკარის სტატუსი არ სურს, ამიტომ კლუბის შეცვლა მოუწევს. ზამთარში რეალმა მის სანაცვლოდ 4 მლნ. ევრო გადაიხადა, ახლა კი უფრო ძვირად სურს მისი გაყიდვა, რაც გამორიცხული არ არის. დიეგოს ამჟამინდელი ფასი 10 მლნ. ევროს ფარგლებში ტრიალებს. ბლანკოსი ფეხბურთელს საშუალებას მისცემს თავად აირჩიოს მომავალი ნავსაყუდელი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა კლუბისგან უფრო სასარგებლო შემოთავაზებას მიიღებს, მაინც დიეგოს არჩევანს სცემს პატივს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)