"ატლეტიკო"–"რეალი". ვინ მოიგებს დერბის?

ესპანეთი დიდი დერბისთვის ემზადება. Goal.com-მა განიხილა ის ვარსკვლავები, რომლებიც ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.


"როხიბლანკოს" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ მიუღია მონაწილეობა. სამაგიეროდ შეინარჩუნა გუნდის ლიდერები. აგუერო და ფორლანი ამ სეზონში იზრუნებენ გულშემატკივრების გასახარებლად.

საპირისპიროდ "რეალმა" ბევრი ფული დახარჯა და გუნდში სუპერვარსკვლავები მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" სატურნირო ცხრილში მაღალ საფეხურზეა, მათ მაინც მცირედი ჩავარდნა აქვთ.

ვინ გახდება საღამოს მთავარი ვარსკვლავი? ვინ გაალამაზებს გუნდის თამაშს?

აგუერო იგუაინის წინააღმდეგ

ორი ახალგაზრდა ნიჭიერი არგენტინელი ფორვარდი. გონსალო უფრო რთულად შეეგუა ევროპულ ფეხბურთს, ვიდრე აგუერო. "ატლეტიკოს" ფორვარდი 2007/08 წლებში გადმოვიდა "როხიბლანკოში".

ახლა ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აგუერომ დიდი პროგრესი განიცადა და დროა უკვე მისი გრანდში გადასვლის.

იგუაინი კი ეროვნული გმირი გახდა. მისმა გოლმა არგენტინის ნაკრებს შეუნარჩუნა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი. თავისი გოლებით ის ასევე "სამეფო კლუბსაც" ეხმარებოდა სამი სეზონის განმავლობაში.

მაგრამ ამ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში განსხვავებული როლები აქვთ. კუნმა უნდა წარმართოს "ატლეტიკოს" თამაში და დაეხმაროს გამარჯვებების მოპოვებაში, "პიპიტა" კი ეგუება ვარსკვლავებს. მას კონკურენციას სამი ფორვარდი უწევს.

ხვალ ერთ–ერთ მათგანს აქვს შანსი გახდეს შეხვედრის გმირი.

ფორლანი რაულის წინააღმდეგ

თუ აგუერო და იგუაინი მომავლის ვარსკვლავები არიან, ფორლანი და რაული უკვე გამოცდილი ფორვარდები არიან.

ფორლანი კარგი შედეგიანობით გამოირჩევა ლა ლიგაში. ის გასულ სეზონში ევროპის საუკეთესო გოლეადორი გახდა. მიუხედავად ამისა, მისთვის სეზონი ცუდად დაიწყო. მან ორი პენალტი ვერ გამოიყენა. ახლა სამი გოლი აქვს გატანილი და ჩამორჩება პრიმერას ბომბარდირებს.

რაულმა ფორლანის მსგავსად სამი გოლი გაიტანა, მაგრამ "ელ კაპიტანოს" არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ურუგვაელ ფორვარდს. მან უნდა აჩვენოს ყველას, რომ ვარსკვლავების შემადგენლობაში შეუძლია თავის დამკვიდრება მიუხედავად ასაკისა. ის ბევრმა გააკრიტიკა, რადგან მას არ აქვს ძველებური სისწრაფე და დარტყმა. ამიტომ ექსპერტები მის ადგილას თვლიან ბენზემას ან იგუაინს.

სიმაო კაკას წინააღმდეგ

საინტერესო იქნებოდა კრისტიანო რონალდოსა და სიმაოს დაპირისპირება, მაგრამ სამწუხაროდ რონალდოს ვერ ვიხილავთ "ვისენტე კალდერონზე".

პორტუგალიელი ვინგერი ითვლება "როხიბლანკოს" შემქმნელ ფეხბურთელად, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არიან მაქსი როდრიგესი, ხურადო და რეიესი. სწორედ მას შეუძლია იყოს ერთ მატჩში შესამჩნევი, მეორეში კი შეუმჩნეველი.

კაკა კი "მილანიდან" წამოსვლის შემდეგ ვერ გამოიყურება ძველებურად. ბრაზილიელმა ვერ აკრიფა ის ფორმა, როგორიც ორი წლის წინ ჰქონდა. კარგი ამბავი ისაა მადრიდელებისათვის, რომ კაკა ყოველ თამაშში უფრო და უფრო კარგად გამოიყურება. როგორც ზიდანს რვა წლის წინ, მასაც მეორე სუნთქვა გაეხსნა. რიკარდოს აქვს შანსი ხვალინდელ მატჩში გამოიჩინოს თავი.

ასენხო კასილასის წინააღმდეგ

ამ დაპირისპირებას შეგვიძლია დავარქვათ ოსტატისა და მოსწავლის დაპირისპირება. კასილასი დასახელებული იქნა ესპანეთის და მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ, ასენხო კი ცდილობს მიაღწიოს იმავეს, რასაც იკერმა მიაღწია 10 წლის წინ.

"ვალიადოლიდის" ყოფილმა მეკარემ მიიღო პრიზი ყველაზე პერსპექტიული მეკარე ლა ლიგაში, მაგრამ ჯერ ის ვერ ამართლებს იმ იმედებს, რასაც მასზე ამყარებდნენ. მას არც ჰქონია გუნდში დრო ადაპტაციისთვის, რადგან ის მონაწილეობდა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში.

რაც შეეხება კასილასს, ის ბევრჯერ ყოფილა გუნდის საიმედო მხარე. მისი შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ არ ყოფილა დამახასიათებელი, მაგრამ როგორც ასენხო, მასაც სჭირდება შეგუება ახალ დაცვის ხაზთან.

აჩვენებს თუ არა ასენხო ისეთ თამაშს, რომელიც გააოცებს კასილასს? მისცემს თუ არა ეს თამაში შანსს ასენხოს მოხვდეს ესპანეთის ნაკრებში?

კიკე სანჩეს ფლორესი მანუელ პელეგრინის წინააღმდეგ

ორი სტრატეგი, რომელთაც საერთო არც ისე ცოტა აქვთ. ორივე ახალია თავიანთ კლუბში და თავის დროზე მიაღწიეს წარმატებებს სხვადასხვა კლუბებში. ახლა მათ ეძლევათ შანსი დაამტკიცონ ვინ არის უფრო ძლიერი სტრატეგი.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 7 ნოემბერი 2009
  • 1857
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)