კარვახალი :''დავიბადე, რათა ვიყო მადრიდისტა''

დანი კარვახალი, მადრიდის ''რეალის'' აღზრდილი, ბუნდესლიგაში გადაბარგებული და იქ გაბრწყინებული მარჯვენა მცველია. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ marca.com-ს


კარვახალი 1992 წელს დაიბადა, ჩვენ მას ერთ-ერთ პარკში შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
-ერთი წლის წინ თქვენ მადრიდს ტოვებდით, ახლა კი იქ დაბრუნებაზეა საუბარი, რა გრძნობა გეუფლებათ ამ ყველაფერზე ?
-ამ მომენტისათვის მე ჯერ კიდევ ''ბაიერის'' ფეხბურთელი ვარ, კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს, ვნახოთ რა იქნება მომავალში.
-რა ისწავლეთ იმდროის განმავლობაში, რაც გერმანიაში გაატარეთ?
- ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, დამოუკიდებელი ცხოვრება. ახალი ქალაქი, ახალი ადამიანები. მე შევიძინე გამოცდილება და უფრო გავძლიერდი
-ბევრს ვარჯიშობდით ?

-მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭირო იყო.
-რა გრძნობა დაგეუფლათ,როდესაც ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდით, ლამის, ჰუმელსის, მიულერის გვერდით?
-ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დიდ ფეხბურთელებთან სიმბოლურ ნაკრებში,რომ მოვხვდი, ეს ხომ ჩემი სადებიუტო სეზონი იყო.
-''რეალს'' შენი გამოსყიდვის უფლება აქვს, თვლი რომ მზად ხარ დაბრუნდე შენს მშობლიურ გუნდში ?
-მე მჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დიახ მზად ვარ ''რეალში'' დასაბრუნებლად. მე ათი წლიდან ამ კლუბში ვარ და სულით-ხორცამდე მადრიდისტა გახლავართ.
-მაურინიო კარგი მწვრთნელი გამოდგა ?
-ჟოზე დიდებული წმვრთნელია, გამიხარდა, რომ ნაჩოს და მორატას თამაშის შესაძლებლობას აძლევდა.
-ტორილს თუ მოიაზრებ მთავარი გუნდის მწვრთნელად?
-რათქმაუნდა, მე ყოველთვის ვამბობ,რომ ის ჩემს საფებურთო კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია, მისგან უამრავი რამ ვისწავლე.
-როგორც ჩანს, შენ, ნაჩო და მორატა ერთად იქნებით მომავალი წლიდან ''რეალის'' პირველ გუნდში, რას იტყვი ამაზე ?
-მნიშვნელოვანია, რომ ''რეალში'' ბევრი კანტერანო თამაშობდეს.
-გერმანიაში თუ გადმოხვიდოდი საცხოვრებლად ?
-მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ოჯახის წევრებიც ჩემთან იქნებოდნენ, მე ისინი ძალიან მომენატრა dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)