ანჩელოტიმ ნეიმარს მწვანე აუნთო

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამეფო კლუბს ანჩელოტი ჩაიბარებს. ჟურნალისტები კი სავარაუდო ტრანსფერებზე საუბრობენ. ნეიმარის ტრანსფერს მადრიდის რეალი დიდი სიფრთხილით ეკიდება, რადგან სანტოსი თავის ვარსკვლავში კოლოსალურ თანხას ითხოვს, მეფეებს კი არ აქვთ გარანტია, რომ ბრაზილიელი ვუნდერკინდი გაამართლებს ევროპაში და მაგალითად რობინიო მოჰყავთ, რომელმაც თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პერესმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ანჩელოტისთან და თან ჰკითხა რა აზრის იყო იტალიელი მწვრთნელი ნეიმარზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დიდი სიამოვნებით გაწვრთნიდა სანტოსის ფეხბურთელს და დარწმუნებულია იმაში, რომ სამეფო კლუბს მისი სტილის ფეხბურთელი გამოადგება.

შესაბამისად მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ დაიწყებს ტრანსფერზე მუშაობას. სანტოსის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მათ უარი უთხრეს კატალონიის ბარსელონას, რადგან არ მოეწონათ მათ მიერ შემოთავაზებული თანხა და მეტს ითხოვენ. აგრეთვე დაადასტურა რეალის ინტერესი და იქვე დასძინა, რომ ბლანკოსს ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს სანტოსისთვის.

ინფორმაციის წყარო: AS.COM dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)