ხოსე ანტონიო რეიესი:"მსურს "რეალს" გავუტანო"

ხოსე ანტონიო რეიესისთვის მადრიდული დერბი მნიშვნელოვანი იქნება. ახლა სევილიელს პროგრესი აქვს. "ჩელსისთან" მატჩში მას კიკე სანჩეს ფლორესმა განსაკუთრებული როლი მიანიჭა და ამ ამოცანას ის გაუმკლავდა. თავისი შესაძლებლობები ახლა მან "რეალთან" უნდა დაამტკიცოს.


"ჩელსისთან" მატჩში შენი საუკეთესო თამაში აჩვენე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

დიახ, ეს იყო ჩემი საუკეთესო მატჩი "როხიბლანკოს" რიგებში. გუნდმაც და მეც ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. გუნდი ერთიანია.

"ჩელსისთან" საუკეთესო რეიესი ვიხილეთ?

საუკეთესო რეიესი ჯერ კიდევ წინაა. "სევილიაში" და "არსენალში" საუკეთესო ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავთმე პოზიციები. "ბენფიკაშიც" ნორმალურად ვითამაშე. ახლა არაფერზე მსურს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამომდის.

"ჩელსისთან" დუელში სხვა რეიესი ვიხილეთ და არა ისეთი, რომელმაც 2008 წელს გუნდი არენდით დატოვა...

ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო და უნდა დავმორჩილებოდი, მაგრამ ახლა აქ ვარ. მსურს ვიყო ისეთი, როგორიც ვიყავი და ეს "ატლეტიკოში" მსურს. მჯერა, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევ.

არის კიკეს გავლენა გუნდში?

მას დიდი გავლენა აქვს კლუბში და ეს პირველივე დღეს აჩვენა. ვაკეთებთ იმას, რასაც ადრე არ ვაკეთებდით. კიკეს მოსვლამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.

ახლოვდება დერბი. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა ყველას აჩვენოთ, რომ კრიზისი დაძლეულია?

მადრიდის "რეალი" საუკეთესო გუნდია იმისთვის, რომ დაამტკიცო კრიზისიდან გამოსვლა. "ჩელსისთან" თამაშის შემდეგ ამ შეხვედრაშიც გვაქვს მოგების შანსები.

რას ნიშნავს დერბი თქვენთვის "ატლეტიკოს" მაისურით?

იმას, რასაც ჩემი თანაგუნდელებისათვის. ეს ლამაზი შეხვედრაა, სადაც ნებისმიერს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება. მე "რეალის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იქ ბევრი მეგობარი მყავს.

კარგია კრისტიანოს არყოფნა, არა?

კარგია? არა, რადგან "სამეფო კლუბის" ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გატანა. კაკა, ბენზემა ან სხვა.

შენ განსაკუთრებით გამოჰყავი სიტყვა ნებისმიერი...

მე "რეალის" ყველა ფეხბურთელი მომწონს. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. ეს უნდა გავიგოთ.

"როხიბლანკო" ვერ იგებს "რეალთან" 10 წელია. რისი იმედი გაქვს წლევანდელ სეზონში?

ორი მოტივის გამო. იმიტომ, რომ გამარჯვება სჭირდება გუნდს და მეორე, მოგება გულშემატკივარს გაახარებს. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

იდეალური სიტუაციაა, რათა დაიბრუნოთ ნდობა "ვისენტე კალდერონზე"?

არ ვიცი. მოვიგებთ და ლამაზი მატჩი გამოვა. გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. იმედია მოვიგებთ და გოლსაც გავუტან "რეალს".


ხოსე ანტონიო რეიესი – დიდი მებრძოლი

26 წლის ასაკში ხოსე ანტონიო რეიესმა ბევრი რამის მიღწევა შეძლო. ის გახდა ყველაზე იმედისმომცემი "კანტერანო" "სევილიაში". 19 წლის ასაკში ის 20 მლნ. ფუნტად გადავიდა "არსენალში", მაგრამ 2.5 წლის შემდეგ ვერ გაამართლა იმედები და "რეალში" გაუშვეს არენდის წესით. "სამეფო კლუბთან" ერთად მან მოიგო ლა ლიგა და "ოქროს მატჩში" ორი გოლის გატანა მოახერხა "მალიორკას" კარში, მაგრამ კლუბმა არ მოინდომა კონტრაქტის გახანგრძლივება სევილიელ ფეხბურთელთან. ის გაუშვეს მადრიდის "ატლეტიკოში", სადაც ვერ მოიკიდა ფეხი. ასე, რომ 2008 წელს რეიესი არავის სჭირდებოდა, სანამ მას კარი არ გაუღო "ბენფიკამ". ის პორტუგალიელებმა ერთწლიანი არენდით შეიძინეს.

"ბენფიკამ" მასზე იმედები დაამყარა. "მე "ატლეტიკოში" არ მათამაშებდნენ. ბევრს ვფიქრობდი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს და მივხვდი, რომ წასვლა კარგი გამოსავალი იქნებოდა. მომავალ წელს "ბენფიკაში" კარგი სეზონი მქონდა. ეს წელიც კარგად დავიწყე, მაგრამ მწვრთნელი არ მენდობოდა". ახლა როგორც ჩანს ისტორია შეიცვლება, რადგან გუნდში კიკე მოვიდა. ის მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა "ბენფიკას". მასთად ერთად რეიესი თავს ბედნიერად გრძნობს. შესაძლოა ამ სეზონში სხვა რეიესი ვიხილოთ. dle 10.1

  • faqo
  • 6 ნოემბერი 2009
  • 1858
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)