ფლორენტინოს კონკურენტი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, 16 ივნისისასთვის, სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებია დაანონსებული.არჩევნებში რეგისტრაციის ვადა, 31 მაისს იწურება.


ამ მომენტისათვის, „რეალის“ მოქმედი პრეზიდენტის გარდა, არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი, ორგანიზაცია „თეთრი პლატფორმის“ თავმჯდომარემ, ეუხენიო მარტინეს ბრავომ გამოთქვა.43 წლის მადრიდისტას, უმაღლესი განათლება ბიზნეს სფეროში აქვს.ის 31 წელია, რაც კლუბის წევრად ითვლება.

თავის მხრივ, მარტინეს ბრავო, გამოირჩევა ფლორენტინოს მწვავე კრიტიკით.გთავაზობთ, „ასისთვის“ მიცემულ ინტერვიუს:

„სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.ვფიქრობ, ეს მადრიდიზმის წისქვილზე დაასხამს წყალს, რამეთუ ჩემი და ფლორენტინოს ჯანსაღი დისკუსია, მხოლოდ სარგებელს მოუტანს კლუბს.მოგეხსენებათ, პერესს კლუბის განვითარების გეგმა არ გააჩნია, ჩვენთან კი პირიქით.“

„ჩვენი პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდში ისეთი ადამიანების დაბრუნება გვინდა, როგორებიც არიან: ფერნანდო იერო, რაული, პირი, კარლოს სანტილიანა და ა.შ.ძალიან მინდა, „ელ კაპიტანო“ კლუბის პირველი პირის პოსტზეც ვიხილო.იმედია, ის ჩვენთან დაბრუნდება.სამწუხაროდ, გერმანიაში უფრო მეტი დაფასება აქვს, ვიდრე აქ.“

„ფლორენტინოს ყოველთვის გაურბის დებატებს.სწორედ ამიტომაც მისი ინიციატივით, დებულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც, „რეალის“ პრეზიდენტობის მსურველმა, რეგისტრაციის დროს, გარანტიის სახით უნდა წარადგინოს 75 მილიონი.ვგონებ, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“

იმ შემთხვევაში თუ, მარტინეს ბრავო ვერ შეძლებს დარეგისტრირებას, ფლორენტინო უკონკურენტო იქნება, რამეთუ სხვა მსურველი არავინ ჩანს.

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)