პრესკონფერენცია

თვალი ადევნეთ პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში.


მოურინიოს განცხადება წასვლის შესახებ დაკმაყოფილებულია.


"დღეს ყველა თქვენგანისთვის ცნობილია, რომ შეკრებილი იყო დირექტორთა საბჭო. საბჭოზე მივიღეთ ორი გადაწყვეტილება და მინდა ორივე მათგანი გაგაცოთ. მაშ ასე, პირველი მათგანი ეხება ჩვენს მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს. საბჭომ იმსჯელა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ორივე მხარისთვის აჯობებს კონტრაქტი დროზე ადრე შეგვეწყვიტა. აქედან გამომდიანრე, მინდა გაცნობოთ, რომ ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყდა და ის მიმდინარე სეზონის დასრულებსი შემდეგ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას."

"მადლობას ვუხდით ჟოზე მოურინიოს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. ჩვენ ერთად ამ ხნის მანძილზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ."

"ჩვენი მეორე გადაწყვეტილება ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. მე გავაკეთე განაცხადი და ყველა დანარჩენ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება მიმდიანრე წლის 16 ივნისამდე."

ფლორენტინო პერესი ამის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემას შეუდა.

თქვენ მოურინიო დაითხოვეთ?

არა, ეს იყო ორმხრივი შეთანხმება, არანაირ დათხოვნას და კლუბიდან გაგდებას ადგილი არ ქონდა. ორივე მხარე ამ გადაწყვეტილებამდე ერთობლივად მივედით.

ვინ იქნება შემცვლელი?

ჯერ არანაირი წინასწარი შეთანხმება რომელიმე სხვა მწვრთნელთან არ არსებობს. ამისთვის მომდევნო ორი დღე დაგვჭირდება და გადაწყვტილების შესახებ აუცილებლად გაცნობებთ. ჯერ არავის არ შევხმიანებივართ და არავისთან არ დაგვიდია შეთანხმება.

რას იტყვით ჟოზე მოურინიოს მუშაობის სტილზე?

მე მის მუშაობას დადებითად ვაფასებ. მან შეძლო და "მადრიდის რეალი" დააბრუნა იმ ადგილზე, რომელიც მას დაკარგული ქონდა წლების მანძილზე. ჩვენ საკუტარი კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ. ზედიზედ ექვსი წელი არ ვიყავით 1/8 ფინალს მიღმა გასული და საშინელ ფორმაში გახდლით. ამჟამად კი ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ საუკეთესოებს შორის ვართ ბოლო წლებია. პრობლემა უბრალოდ იმაშია, რომ ეს "მადრიდის რეალია" და აქ მუდამ გამარჯვება ესაჭიროებათ. ჩვენ სწორედ ეს სურვილი და მისწრაფებები საუეკთესობისკენ გვხდის დიდებულ კლუბს და ამიტომაც ჩვენ სულაც არ ვართ კმაყოფილები ლა ლიგაში მეორე ადგილით, ისევე როგორც თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში მარცხით.

რას იტყვით კლუბის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებასა და ზინედინ ზიდანის შესაძლო დაბრუნებაზე?

დღეს ამაზე საუბრის დრო არ არის. ამაზე ფიქრისთვის წინ ბევრი დრო გვაქვს. დღეს ამაზე არ გვილაპარაკია.

არსებობს აზრი, რომმოურინიომ კლუბში განხეთქილება შემოიტანა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები კიდეც. დღეს მთელი მსოფლიოს მადრიდისტები იმაზე უფრო ერთიანები არიან, ვიდრე ოდესმე. თქვენ ალბათ გახსოვთ ცხრა წლის წინანდელი პერიოდი. მინდა დაგპირდეთ, რომ ასეთი რამ არასდროს არ განმეორდება, მითუმეტეს ეხლა. ჩვენ ერთიანები ვართ და არ არსებობს არანაირი განხეთქილება.

რას იტყვით კოპა დელ რეის დაჯილდოებაზე რონალდუსა და მოურინიოს გამოუცხადებლობაზე?

ორივე მათგანმა დროზე ადრე დატოვა მოედანი. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ არ ავიდნენ ისინი ჯილდოს მისაღებად.

როგორი იყო ეს წლები?

ამ წლებმა სპორტული თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო რამ მოგვცა, ისევე როგორც კონკურენციულ ეკონომიკურ ბაზარზე მივაღწიეთ დიდ წარმატებებს. ამისთვის მადლობა მოურინიოს.

რას იტყვით იკერის, პეპეს და კრიშტიანოს სიტყვებზე და დამოკიდებულებაზე მოურინიოს მიმართ?

"მოურინიოს სპორტულ გადაწყვეტილებებს პატივი ყველამ უნდა სცეს."

მოურინიოსთან ურთიერთობა თქვენი ნებით შეწყვიტეთ?

მე მსურდა, რომ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა მოურინიოსთან გაგრძელებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებული ზეწოლისა და არსებული სიტუაციის გამო იძულებული გავხდით ურთიერთობა დროზე ადრე შეგვეწყვიტა. ეს "მადრიდის რეალია" და აქ ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ გვეამაყება, რომ ასეთი მწვრთნელი გვყავდა, მაგრამ მოოურინიომ თავისი თავი ამოწურა "მადრიდის რეალში".

მოურინიომ რამე მოითხოვა?

მას წასვლის სანაცვლოდ არაფერი არ მოუთხოვია და არანაირი კომპენსაციის გადახდა კლუბს არ მოუწევს.

კარლო ანჩელოტიზე რას იტყვით?

მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო "პსჟ"-ს მისამართით , ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კლუბის მიმართ. რამოდენიმე დღის წინ შედგა ჩვენს შორის საუბარი და მათ გვითხრეს, რომ ანჩელოტი არ დაოტოვებდა კლუბს, ვინაიდან მას კიდევ მათთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, ამიტომაც ჩვენ პატივს ვცემთ მათ აზრის. ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.


მაშ ასე, დასრულდა ფლორენტინო პერესის პრესკონფერენცია, სადაც მან დაადასტურა, რომ კლუბში პრეზიდენტის არჩევნები 16 ივნისს გაიმართება, სადაც ის მონაწილეობის მიღებას აპირებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)