გვენატრები

მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა კვლავ სათადარიგოთა სკამზეა.


ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც იკერ კასილასმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. ერთ-ერთ მატჩში როდესაც არბელოა საჯარიმოდან ბურთის გამოტანას ცდილობდა, მოქნეული ფეხი კასილასს ხელში გაარტყა და სერიოზული დაზიანება მიაყენა. გავიდა ძალიან დიდი დრო, იკერი სრულ მზად ყოფნაშია სტადიონზე გამოსასვლელად და სათამაშოდ, თუმცა ...

სანამ იკერი ტრავმას მიიღებდა, მოურინიომ მის ადგილზე ადანი დააყენა და ერთ-ერთ პრეს კონფერენციაზე ისიც კი განაცხადა, რომ ადანი კასილასზე კარგ ფორმაში იყო. დღეს "სან იკერის" ადგილს დიეგო ლოპესი იკავებს.

რა შეგვიძლია ვთქვათ ლოპესზე? იგი არის მადრიდის "რეალის" აღზრდილი და ლა ლიგის სხვადასხვა გუნდში აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ იგი ყველგან საკმაოდ კარგად ასპარეზობდა.

სამეფო კლუბში იგი მოურინიოს მოთხოვნით დაბრუნდა და გუნდს გამოადგა კიდეც. ალბათ ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ლოპესს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან მისი დიდებული თამაშის ხარჯზე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა. მან მანჩესტერის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა და გუნდი არაერთხელ იხსნა. ასევე გვახსოვს გასაოცარი სეივები დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრაში.

მაგრამ მან დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა ლოპესისგან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს დღემდე. მიუხედავად ამისა, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები იკერ კასილასის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას ითხოვენ.

იკერი გუნდის ლეგენდაა და ჩემი აზრით, იგი უთამაშებლობის მიუხედავად კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. თუმცა "საუკეთესო" "განსაკუთრებულის" მსხვერპლი აღმოჩნდა. ჟოზე მოურინიოს განცხადებით, იკერ კასილასი გუნდში მეორე მეკარის სტატუსით იმყოფება.

ყველას ძალიან აინტერესებს როგორ დამთავრდება კონფლიქტი მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს შორის, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მადრიდის "რეალი" უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია და ხელმძღვანელობამ პატივი უნდა სცეს ამ კლუბის ლეგენდებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ისტორიას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)