უიღბლობა თუ...

მოკლედ, მიმდინარე სეზონში, მესამედ გვიწევს მსგავსი შინაარსის სტატიის გამოქვეყნება, მოურინიოსა და კომპანიის „სეტის“ (ტექსასურ პოკერში, სამი ერთნაირი კარის გაშლა) წყალობით.


სეზონის დაწყებისთანავე, სამეფო კლუბის ქომაგებს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებსა და სხვებს, პირზე გვეკერა „La Décima“ (მეათე თასი).ერთი შეხედვით, კლუბის აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ამის გამო ფაქტიურად დებიუტშივე შევეგუეთ პრიმერას წაგებას.თავს ვიმშვიდებდით ერთი უწყინარი ფრაზით, „წელს ლიგას ვიგებთ.“

გაგრძელდა საფეხბურთო წელი და ლიგაზეც კრაზი განვიცადეთ.დაუნდობელმა ლევანდოვსკიმ, მეათეზე ოცნება, დორტმუნდშივე ჩაგვიკლა.და აი, დადგა სეზონის კულმინაციაც.ერთხმად შევთანხმდით, რომ 1 ტიტული, უფერულ სეზონს, მზის რამდენიმე სხივს აჩუქებდა, თუმცა ცელი იმ კლუბმა გამოგვისვა, რომელიც დეკადის განმავლობაში ჩვენთან ფრეს თამაშიც კი ენატრებოდა.

პრინციპულად არ მინდა, განვლილი მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრო, უბრალოდ ამ ყურადღებას გაგამახვილებინებთ ერთ დეტალზე.როგორც „ბორუსიასთან“ განმერებითის, ასევე „ატლეტიკოსთან“ დასრულებული მატჩების შემდეგ, პოპულარული სარგებლობს სიტყვა - „არგამართლება,“ რაზეც მინდა ვთქვა, რომ მაგას უიღბლობა კი არა, საფეხბურთო ენაზე, საშემსრულობლო ოსტატობის ნაკლებობა ჰქვია.არ ვსაუბრობ მწვრთნელის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ამას უჩემოდანც განიხილავთ, უბრალოდ ხაზს ვუსვამ რამდენიმე ფეხბურთელის ანტიგმირობას.შეიძლება ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ მესუთ იოზილმა და გონსალო იგუაინმა, სეზონის დასკვნით ნაწილში, „რეალი“ ხრამში გადაჩეხეს.ჯერ იყოდა და „ბერნაბეუზე“ კლოპის გუნდთან პირველ ტაიმში გაცუდებული მომენტები, ხოლო ახლა, „როხიბლანკოსთან“ დამატებით მეორე ტაიმში, ასევე საშინელი გარჯა.

კიდევ რამდენიმე მადრიდელი იმსახურებს კრიტიკას იმისათვის, რომ დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ართმევენ თავს.რა ევალებათ ბენზემასა და იგუაინს, გოლების გატანის გარდა? „დეპორტივოსთან“ და მისნაირებთან ბურთის კარის ბადეში გახვევის გემო იციან ბიჭებმა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში...ანალოგიურს ვიტყვი იოზილზე, რომელიც სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა.

ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაო დაგროვდა გუნდში და კატეგორიულად მოვითხოვ წმენდის დაწყებას.აღნიშნულმა სეზონმა დაგვანახა, რომ „რეალი“ იდეალურობასთან ათეულობით კმ. არის დაშორებული.

და ბოლოს, სტატიაში არა ერთ საჭირბოროტო თემას შევეხე.ჩემი საუბარი ამომწურავი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ შევეცადე, ცხელ გულზე, ზედაპირულად მესაუბრა. ჰალა მადრიდ !!!

პ.ს. La Décima შესრულებულია - ატლეტიკომ მე-10 სამეფო თასი მოიპოვა! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)