EL DERBI MADRILENO. რაული და "ატლეტიკო"

დღეს "ატლეტიკო"–"რეალის" მატჩის წინ ჩვენ საიტზე "EL DERBI MADRILENO"-ს დღეა. გავიხსენებთ რა იყო ადრე, რა არის და რა მოხდება. ახლა კი დავიწყოთ.


რაული და "ატლეტიკო": 15 წელი ბურთთან ერთად

რაულმა "ატლეტიკოს" კარში 25 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

ხორხე ვალდანოს კარგად ახსოვს ის დღე: "მე ვიჯექი ავტობუსში, რომელიც მიემართებოდა სარაგოსასკენ. რაულის დაწყნარება მიწევდა. ის მხოლოდ 17 წლის იყო და დებიუტისთვის ემზადებოდა მთავარ გუნდში. მე კი მართებულად მიმაჩნდა მისი დამშვიდება. მე მივედი მასთან და ვნახე, რომ ტკბილად ეძინა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს წინ იყო მნიშნელოვანი ფეხბურთელი. მე გადავწყვიტე, რომ ის ითამაშებდა "ატლეტიკოსთან" ძირითად შემადგენლობაში "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ეს იყო 1994 წლის 6 ნოემბერს. ის მატჩი ფეერიული იყო და 4:2 დასრულდა. რაულმა იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, პენალტიც მოიპოვა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩის შემდეგ ვალდანო აცხადებს: "იქ სადაც რაულია, ხიფათიც დიდია. როცა 19 წლის იქნება, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იქნება".

"მე ვთვლი, რომ ჩემი მნიშვნელოვანი მატჩი იყო დებიუტი "სანტიაგო ბერნაბეუზე". მე ვთამაშობდი ამ სტადიონზე "სარაგოსასთან" შეხვედრის შემდეგ და კარგი შანსი მქონდა გულშემატკივრებთან გაცნობის. არც მეტი, არც ნაკლები – დერბი! ჩვენ მოვიგეთ 4:2. ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე გავიტანე მესამე მარცხენა ფეხით და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გავიდა. ლაუდრუპმა ფენომენალური პასი გამიკეთა. მე ისეთ ფეხბურთელებთან მქონდა დებიუტი, როგორებიც ლაუდრუპი, რედონდო, სამორანო, ალკორტა და ბუიო იყვნენ.. მაგრამ მაშინ ყველაფერი იოლად ჩანდა. ის დღე იღბლიანი იყო ჩემთვის. დებიუტი და პირველი გოლი ძლიერ მეტოქესთან დერბიში".

მოვლენების ქრონიკა, 1994 წელი

15–09–94: პირველი გამოძახება რაულისა "რეალში" ამხანაგურ შეხვედრაში "ოვიედოს" წინააღმდეგ. გაიტანა ერთი გოლი.

5–10–94: პირველი მატჩი ნაკრებში 18 წლამდელთა შორის. გაიტანა ორი გოლი და ესპანეთმა დაამარცხა ფინეთი 4:0.

29–10–94: პირველი ოფიციალური მატჩი "რეალის" რიგებში "სარაგოსას" წინააღმდეგ. მადრიდელებმა მოიგეს 3:2. რაულმა ვერ გამოიყენა რამდენიმე მომენტი.

5–11–94: პირველი გოლი და პირველი მატჩი "ბერნაბეუზე". 4:2 მოგება "ატლეტიკოსთან" დერბიში.ასევე მოიპოვა პენალტი და გააკეთა საგოლე გადაცემა.

დერბის ფავორიტები არ ჰყავს

1997 წელი. ეს მატჩი რაულსა და "რეალის" გულშემატკივრებს დაამახსოვრდათ, რომელიც 1997 წლის იანვარში გაიმართა. "მატჩი შესანიშნავი იყო. იმიტომ მახსოვს, რომ გავიტანე გოლი, როცა ანგარიში 1:1 იყო და ერთი ფეხბურთელით ნაკლები ვიყავით მოედანზე. ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი გავიტანეთ – ზეედორფმა და ვიქტორმა.

1997 წელი. რაულისა და "რეალის" დაპირისპირებებმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მეტად კარგი მომენტები დაგვამახსოვრდა. ამ წელს 'სამეფო კლუბს" ბოლო ტურში სჭირდებოდა გამარჯვება "როხიბლანკოს" წინააღმდეგ და მოიგეს კიდეც 3:1. ამის შემდეგ ისინი ჩემპიონობის აღსანიშნავად გაემართნენ "სიბელესზე". "მახსოვს ეს მატჩი. რთული შეხვედრა იყო. ძალიან დაძაბული ლა ლიგა იყო. ყველანი ეიფორიაში ვიყავით".

1999 წელი. რაულს ახსოვს "ატლეტიკოს" უკანასკნელი გამარჯვება "რეალთან" ათი წლის წინ. "ჩვენ დავმარცხდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:3. იმ სეზონში კი "ატლეტიკო" სეგუნდაში გავარდა. ეს კი იმაზე მიგვანიშნევბს, რომ დერბიში შედეგს ვერ ამოიცნობ. ორივე გუნდი მუდამ მოტივირებულია".

შედეგი. ეს მისი ბედია – აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას. რაულმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა 25–ჯერ (გამოტოვა მხოლოდ ორი დერბი) და გაიტანა 11 გოლი. მის ანგარიშზე "როხიბლანკოს" წინააღმდეგ 15 მოგება, 8 ფრე და 2 წაგებაა.

ახლა კი იხილეთ რაულის სადებიუტო მატჩი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. გადაწერეთ და ისიამოვნეთ.

dle 10.1

  • faqo
  • 6 ნოემბერი 2009
  • 5002
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)