1997 წელი. დერბი. ზეედორფის ფანტასტიური გოლი

"ატლეტიკოსთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე კლარენს ზეედორფი წავიდა ჰოლანდიაში და მადრიდში დაბრუნდა დერბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე...მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ფეხბურთელისთვის გამხდარიყო ფანტასტიური გოლის ავტორი "როხიბლანკოს" კარში.


1997 წლის 1 აგვისტო, პირველი ტური, "სანტიაგო ბერნაბეუ"

"რეალი"–ატლეტიკო" 1:1

გოლები: 0:1 – ჟუნინიო (15), 1:1 – ზეედორფი (75)

"რეალი": კანისარესი, პანუჩი, სანჩისი, იერო, რობერტო კარლოსი, ზეედორფი, ხაიმე, ზე რობერტო, რაული, მიატოვიჩი, შუკერი (ამავისკა, 74)

"ატლეტიკო": მოლინა, აგილერა, სანტი დენია, ანდრეი, დელფი გელი, პანტიჩი (კამინერო, 63), ბისკაინო, ჟუნინიო, ლარდინი (ბეიბლი, 80), კიკო, ვიერი

ამ გოლმა კვალი დატოვა "რეალის" ისტორიასა და ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირებაში. სილამაზით, სიზუსტით, შესრულებით. მადრიდში, 22:12 საღამოს კლარენსმა შეძლო შეექმნა ნამდვილი შედევრი.

ყველაფერი დაიწყო "ატლეტიკოს" კარიდან შორს. იმ საღამოს კარს იცავდა მოლინა. ზეედორფი კარიდან 42 მეტრში იმყოფებოდა. ჰოლანდიელმა ასწია თავი, დაინახა კარიდან გამოსული მეკარე და გაისროლა.

"რეალის" შავი მარგალიტი მეკარეზე ძლიერი აღმოჩნდა. ბურთი ძლიერი დარტყმით წავიდა კარისკენ და საოცარი ტრაექტორიით ჩაეშვა მეტოქე გუნდის კარის ბადეში. "მოლინა წინ გამოვიდა, რადგან იფიქრა, რომ მე ცენტრისკენ წავიდოდი. ამიტომ გადავწყვიტე დამერტყა. დარტყმა იდეალური აღმოჩნდა" – აცხადებს ზეედორფი.

ზეედორფი გაგიჟებული გაიქცა სათადარიგოთა სკამისკენ გოლის აღსანიშნავად. მან ჟესტით ანიშნა, თუ ვის მიუძღვნა გოლი. მისი უახლოესი მეგობარი რობერტო კარლოსი შეუერთდა ზეიმს.

"რატომ გააკეთა ეს?" – იკითხა ვიღაცამ, რომელმაც არ იცოდა ამ მატჩის შესახებ. "თქვენ არ გიყურებიათ Telemadrid-თვის? ის გუშინ ჰოლანდიაში იყო, რათა ენახა თავისი ახალშობილი გოგონა". კლარენსი 21 წლის იყო და დაღლილობის არაფერი ეტყობოდა. ის მსურველებს ავტოგრაფებს ურიგებდა. ეს იყო მისი დღე. ეს იყო მისი მატჩი და მისი გოლი.

შორეული დარტყმებით გატანილი გოლები:

პელე (1970) – გაიტანა გოლი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის კარში. მეკარეს ისღა დარჩენოდა ხელები აეწია.

არაგონი (1990) – "რეალის" კანტერანომ სანტიაგო არაგონმა გოლი გაიტანა "ელ კლასიკოში" სუბისარეტას კარში 48 მეტრიდან. ეს იყო ესპანეთის სუპერთასის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ჰაჯი (1995) – მატჩი "სელტა"–"ბარსელონა" რუმინელმა გაიტანა დიდებული გოლი 52 მეტრიდან.

ლასა (1995) – მარცხენა მცველი, რომელმაც დიდებული წლები გაატარა "სანტიაგო ბერნაბეუზე". გაიტანა 50 მეტრიდან მატჩში "რეალი"–"სევილია".

ნაიიმი (1995) – გოლი "პარკ დე პრენსზე", რომელმაც "სარაგოსას" უეფას თასზე მოუტანა გამარჯვება "არსენალის" წინააღმდეგ.

ახლა კი შემოგთავაზებთ ზეედორფის ფანტასტიურ გოლს "ატლეტიკოს" კარში. გადაწერეთ და ისიამოვნეთ.

dle 10.1

  • faqo
  • 6 ნოემბერი 2009
  • 5035
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)