აგუერო: "ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და შაბათს ამას დავამტკიცებთ"

მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება მომავალ უქმეებზე, მადრიდულ დერბის ნამდვილად არ მოაკლდება.ჟურნალისტები უკვე ემზადებიან მომავალი თამაშისათვის და ორივე გუნდის სხვადასხვა ფეხბურთელისაგან ინტერვიუებს იღებენ.პრესის წარმომადგენლის ამჟამინდელი "ობიექტი" "ატლეტიკოს" არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავი, კუნ აგუერო გახლდათ.ის თამამად აცხადებს, რომ "ატლეტიკო ძლიერი გუნდია."


- ნახევარი ევროპა თქვენ გოლზე საუბრობს, რომელიც "ჩელსის" კარში გაიტანეთ...
- გოლები ხშირ შემთხვევაში ლამაზი გამოდის, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გამარჯვება რომ მოგვეპოვებინა.გუნდი მთელი ძალებით ცდილობდა ებრძოლა 1/8 ფინალის საგზურისათვის, თუმცა არ გამოგვივიდა.

- ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი სურვილი თქვენი "ჩელსიში" ხილვაა...
- კარგია, როდესაც ასეთი მაღალი დონის გუნდი იჩენს შენდამი ინტერესესს, თუმცა ჩემი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე, მხოლოდ მომავალი დერბია.მიუხედავად "ატლეტიკოს" ცუდი ასპარეზობისა, მე ამ გუნდში დარჩენა მინდა.

- მოდით ვისაუბროთ დერბიზე."რეალის" წინააღმდეგ მოასწრებთ კონდიციების აღდგენას?
- "ჩელსისთან" მატჩში მიკრო-ტრავმა მაწუხებდა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა.მე მოედანზე გამოვალ ყველა შემთხვევაში.დერბი ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა და ჩვენი სურვილია სამი ქულის აღება.

- იმისათვის, რომ "ატლეტიკო" სატურნირო ცხრილის ბნელი საფეხურიდან ამოვიდეს, ამისათვის "რეალთან" დაპირისპირება ძალიან კარგი შანსია...
- ძალიან რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მოსაპოვებლად.გეთანხმებით, შავი წერტილიდან გამოსვლის კარგი შანსია ასეთი მატჩები.

- თქვენმა მეგობარმა, გონსალო იგუაინმა, შესანიშნავი ფორმა აკრიფა...
- პიპიტა მადრიდისტების რიგებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფეხბურთელია.მისი სათამაშო დრო უხვი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს ხელს არ უშლის ფეხბურთელს, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს

- "ატლეტიკოს" ტიფოზებისათვის "რეალთან" დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.თქვენთვისაც ეგრეა?
- ჩემთვისაც.ასეთ თამაშებში გამარჯვება უფრო მწყურია.დერბი ყოველთვის დამატებით მოტივაციას მძენს.

- რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს "რეალი," ის მაინც "რეალია."
- ეს სიმართლეა.მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევისათვის.დარწმუნებული ვარ, მადრიდელებისათვის დერბი ისეთი მოვლენაა, როგორიც ჩვენთვის.ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვების დიდი სურვილით გამოვლენ, თუმცა ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ, რომ "ატლეტიკო" სოლიდურ ძალას წარმოადგენს.

- ფაბიო კანავარომ თქვენს პირველ დერბიში სერიოზულად ჩაგარტყათ ფეხში...
- დიახ, მე ეს მახსოვს.მაშინ 18 წლის ვიყავი.მას ეგონა, რომ ამ ფაქტით შემაშინებდა, რაც ჩემს დისკრიმინაციას გამოიწვევდა "რეალის" საჯარიმოში, თუმცა იტალიელი მწარედ შეცდა.რაც უფრო მეტი მეტოქის ფეხბურთელი მირტყამს ფეხში, მით უფრო მოტივირებული ვხვდები. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)