მეტცელდერი: "ვისენტე კალდერონზე მინდა თამაში"

სამეფო გუნდის გერმანელი ლეგიონერი, კრისტოფ მეტცელდერი, დღეს თავის 29-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კრისტოფს მივულოცო იუბილე.ჰალამადრიდ.გე-ს სახელით, ფეხბურთელს მეტ სათამაშო დროს ვუსურვებ.


გერმანელი მცველი, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტს გაესაუბრა:

- როგორ გრძნობ თავს, შენს დაბადების დღეზე?
- კარგად.მე განვაახლე ვარჯიში და სრულ მზადყოფნაში ვარ.დღეს ჩემი ოჯახის წევრები ჩამოდიან მადრიდში, რაც ძალზედ მახარებს.

- როგორ უნდა აღნიშნო 29-ე იუბილე?
- მე დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად ვაპირებ აღნიშნული დღის გატარებას.დედაჩემი გერმანულ ვაშლის ტორტს გამომიცხობს.ესპანური სამზარეულოც მომწონს, თუმცა გერმანული სულ სხვაა.

- "სან სიროზე" მოპოვებული ქულა, კარგი საჩუქარია შენთვის?
- დიახ.ეს ქულა ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვის, რამეთუ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით 1/8 ფინალისაკენ.

- დერბიში გამარჯვებაც კარგი საჩუქარი იქნება...
- ჩვენ თანაქალაქელები ბოლო ოთხ შეხვედრაში დავამარცხეთ და იმედია ეს ტრადიცია ამ სეზონშიც ჰპოვებს გაგრძელებას.მათთან პაექრობა რთული იქნება, რამეთუ "ატლეტიკოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ძალზედ მოტივირებულია.მიუხედავად ყველაფრისა, ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ ჩაივლის.არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მინდა "ვისენტე კალდერონზე" თამაში.

- ყველაზე კარგი ალბათ, "ალკორკონის" დამარცხება იქნება სათანადო ანგარიშით...
- ჩვენ ამ დუელის პირველ დაპირისპირებაში ცუდად ვითამაშეთ და ახლა ვალდებულნი ვართ "ბერნაბეუზე" გამოვასწოროთ შეცდომები.ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფი გოლების გატანა სამშაბათის მატჩში.

- "რეალი" "ბერნაბეუზე" გულშემატკივრების კოლოსალურ რაოდენობას ელოდება.ამ ფაქტზე მეტყველებს ის, რომ ოთხშაბათს 15 ათასი ბილეთი გაიყიდა...

- მადრიდისტები ყოველთვის გვიჭერენ მხარს.იმედია მათ გავახარებთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)