ბრიტანულმა მედიამ მოურინიო ინგლისში დააბრუნა

ბრიტანული მედია გუშინდელი საღამოს შემდეგ ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.


The Times-ი გამოდის სახელწოდებით: ”ჟოზე მოურინიო მზადაა ”ჩელსის” სიყვარულში გამოუტყდეს.” გამომცემლობა იუწყება, რომ ჟოზე მოურინიო სეზონის დასრულებისთანავე გაწყვეტს კონტრაქტს სამეფო კლუბთან და პრემიერ ლიგაში დაბრუნდებ, მაშინ როცა მისმა აგენტმა ამ დღეებში რამოდენიმე შეხვედრა გამართა ”პსჟ”-ს წარმომადგენლებთან მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით.

The Guardian-იც ადასტურებს პარიზული გუნდის ინტერესს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ყველაზე ცხადი და ნათელი ვარიანტი პორტუგალიელისთვის მაინც ”ჩელსი”-ში დაბრუნებაა და ეს მხოლოდ დროის საკითხია.აღნიშნული გამომცემლობა წერს, რომ ”მოურინიო მედიის მიერ მის წინააღმდეგ გატარებული კამპანიის მსხვერპლად იქცა, საინტერესოა სინამდვილეში რა იმალება ყოველივე ამის უკან და რას მალავს კლუბი, რომელიც მუდამ დახურული იყო მედიისთვის.”

ტაბლოიდი The Sun წერს , რომ ”პორტუგალიელმა მწვრთნელმა მწვანე აუნთო პრემიერ ლიგის კლუბებს მის გადასაბირებლად.” ტაბლოიდი ვარაუდობს , რომ შესაძლოა ჟოზემ ”მანჩესტერ სიტი”-ს მიაშუროს.

Daily Mirror-ს ბრანისლავ ივანოვიჩმა განუცხადა, რომ ”ჩელსის” ფეხბურთელები მიესალმებიან კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას, რომელსაც, როგორც ბრანისლავმა აღნიშნა, ”კლუბი უდიდეს პატივს სცემს.”

”ფეხბურთელებს ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული ინფრომაცია დაბრუნდება თუ არა ჟოზე, მაგრამ ყველა ჩვენგანს სურს, რომ ეს მოხდეს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)