რატომ უნდა იდგეს კასილასი?

ერთი შეხედვით სათაური და სურათი ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ სტატიას ბოლომდე თუ წაიკითხავთ მიხვდებით კავშირს რამოსსა და კასილასს შორის.


წარმატებას ის გუნდები აღწევენ, რომლებშიც მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. ლეგენდარული გუნდების სახელს კი ისინი იძენენ, რომლებშიც დიდი ადამიანები თამაშობენ. დღევანდელი მადრიდის რეალი წარმატებული გუნდია, მაგრამ არა ლეგენდარული.

მადრიდის რეალის ფანებს ორ კატეგორიად დავყოფდი, რომლებისთვისაც მიზანი ამართლებს საშუალებას და ოღონდ რეალმა რამე მოიგოს და ისევ დიდი სიამოვნებით დააბრუნებენ კაპელოს, რომელიც დაცვაში ათამაშებდა თეთრებს და თეთრი ბალეტის მოტრფიალენი, რომლებიც დღემდე მისტირიან იმ ლეგენდარულ გუნდს, რომელიც სპეკტაკლებს დგამდა მოედანზე. საკუთარ თავს მეორე კატეგორიაში გავიყვანდი, რადგან უკვე დიდი ხანია მენატრება ბლანკოსის მიერ ლაღად მოგებული მატჩები სერიოზულ მეტოქეებთან. ამ შედეგის მისაღწევად კი მხოლოდ ტექნიკური ფეხბურთელები და სუპერ ვარსკვლავები საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სულით ხორცამდე მადრიდისტაა, ისეთი, როგორიც სერხიო რამოსი, იკერ კასილასია...

გადავხედოთ მადრიდის რეალის შემადგენლობას, სამეფო კლუბში არიან უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ, მაგრამ უმეტესობა მადრიდის რეალში ტიტულებს, სიმდიდრეს ან დიდებას ეძებს. რა თქმა უნდა მათ გარეშე სამეფო კლუბი იმ დონეზე ვერ ითამაშებდა, რომელზეც ეხლა არის. სამაგიეროდ ვერასოდეს მიაღწევს იმ მწვერვალს, რომელსაც დელ ბოსკეს დამოძღვრილმა გუნდმა მიაღწია, რომელსაც იმ რეალმა, რომელსაც თუნდაც დელ ბოსკე წვრთნიდა ან 60 იანი წლების რეალმა. იცით რატომ? იმიტომ რომ მოედანზე გამოსული ფეხბურთელების ძარღვებში თეთრი სისხლი ჩქეფდა და იცოდნენ, სად თამაშობდნენ, ისინი სამეფო კლუბში თამაშობდნენ, ყოველი მათგანი მეფე იყო, თავისი საქმის მეფე, რომლსაც ეს წოდება ერთადერთმა ღმერთმა მადრიდის რეალმა უბოძა და ხალხი მათ გაჰყვა... დღეს სამეფო კლუბი სწორედ ამ მეფეების და პრინცების ნაკლებობას განიცდის.

დღეს სამეფო კლუბს ჩემი აზრით ორი მეფე და ერთი პრინცი ჰყავს, დანარჩენები კი ამ ტიტულს არ იმსახურებენ. მეფეები: იკერ კასილასი და სერხიო რამოსი. პრინცი: ალვარო მორატა. სადღაც მათ შორის კი პეპეა, რომელიც მათსავით სისხლით ხორცამდე მადრიდისტაა. შეგახსენებთ კეპლერი ბავშვობაში თავს თევზების მოშენებით ირჩენდა, ერთ დღესაც მან იმ ფულით, რომლითაც საჭმელი უნდა ეყიდა მადრიდის რეალის მაისური შეიძინა, სწორედ ამის გამო დგას მათ გვერდით.

ახლა კი მოგახსენებთ ჩემს აზრს ”მეფეების” შესახებ. დავიწყებ რამოსიდან, რომელიც ხშირად ცდება და მის გამო მადრიდის რეალს არაერთხელ უწვნია მარცხი, მაგრამ იცით რატომ არის ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი? იმიტომ რომ თავდადებით თამაშობს და ბოლომდე იბრძვის ნებისმიერი ბურთისათვის. გუშინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცა მან, რომ ღირსია ეკეთოს კაპიტნის სამკლაური. გოლი რომ გაიტანა, მარტო მაგის გამო არა. თავისი შეუგუებელი ბრძოლისა და თავდადების გამო. შეგახსენებთ მომენტს, როდესაც მადრიდის რეალმა კუთხური ჩააწოდა და სერხიომ ძირს დაცემისას დაზიანება მიირო. მას შემდეგ რაც დაინახა, რომ თეთრები უტევდნენ წამოხტა ფეხზე და თამაშგარედან გამოვიდა. ეს სიმულიაცია არ ყოფილა, სახიფათო მომენტის ამოწურვის შემდეგ ის საჯარიმოში კოჭლობით დაბრუნდა და სახეზე ტკივილის გამომხატველი მზერა ეტყობოდა, მაგრამ ერთი წამითაც არ შეუჩერებია თამაში და არ დაუგდია ტემპი. პირიქით გუნდს ყველგან ეხმარებოდა, დაცვაშიც თავდასხმაშიც, ნახევარდაცვაშიც. ძალიან მაინტერესებს საიდან მოდის ეს ბრძოლისუნარიანობა და ჟინი? მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილიდან და მარალი პროფესიონალიზმიდან? არა, ის სულით ხორცამდე მადრიდისტაა, მან იცის რას ნიშნავს იყო სამეფო კლუბის წევრი და ატარებდე ამ პასუხისმგებლობას.

იკერ კასილასი? რომელიც იგნორირებულია და ძაღლადაც არ აგდებენ ამ ლეგენდარულ პიროვნებას, რომელიც არა მარტო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მეკარე, არამედ სამაგალითო პიროვნებაა, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურა ესპანეთში, რომელსაც უმწიკვლო რეპუტაცია აქვს. რა რა და მან იცის მადრიდის რეალის ფასი, ის არის რაულის მემკვიდრე და ღირსი გაუძღვეს სამეფო კლუბს დიდებისკენ. კასილასი ისეთი მეფეა, გარდაცვალების (კარიერის დასრულების) შემდეგ წმინდანად რომ შერაცხავენ, მაგრამ ხალხმა მას გარდაცვალება არ აცალა ისე შერაცხა წმინდანად. ისიც ისეთივე სისხლით ხორცამდე მადრიდისტაა. სწორედ ის უნდა იცავდეს მადრიდის რეალის კარს, რადგან მას შეუძლია ფეხბურთელების მოედანზე დამოძღვრა და გამარჯვებისაკენ გაძღოლა. დაბნეული ფეხბურთელებისათვის გზის ჩვენება.

პატარა უფლისწული, ალვარო მორატა, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ შეუერთდეს იმ ფეხბურთელებს, რომლეთა სახელებსაც სიამაყით იხსენებენ მადრიდისტები, რადგან მისი თამასის ცქერისას ელ კაპიტანო გვახსენდება, რომელიც წლების განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა სამეფო კლუბს.

და ბოლოს, თუ კიდევ ვერ მიხვდით, რატომ უნდა იდგეს იკერ კასილასი ძირითად შემადგენლობაში, ეს სურათი იხილეთ და მიხვდებით, ვის ტკივა მადრიდის რეალი, ვინ სუნთქავს მადრიდის რეალით და იმასაც მიხვდებით, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ საშუალებას მიზნამდე ვერ მივყავართ.

რატომ უნდა იდგეს კასილასი?
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)